ნინო ბურჯანაძე: გვინდოდა 26 მაისი სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლთა სოლიდარობის დღედ გვექცია

ნინო ბურჯანაძე: გვინდოდა 26 მაისი სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლთა სოლიდარობის დღედ გვექცია

„ჩვენ გვინდოდა 26 მაისი გვექცია სოლიდარობის დღედ, ყველა იმ ადამიანის სოლიდარობის დღედ, ვინც სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის და ვინც სააკაშვილის ხელისუფლების გამო დაიღუპა. თუმცა სამწუხაროა, რომ დღეს, ეს ვერ მოხერხდა. მით უფრო სამწუხაროა, რომ გადაიდო 26 მაისისთვის დაგეგმილი როგორც ჩვენი და „სახალხო კრების“, ასევე „ქართული ოცნების“ ღონისძიებაც“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ Presage.tv-ის მედიაკლუბში სტუმრობისას.

როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, „სახალხო კრებამ“ 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება სწორედ ამ სოლიდარობის ნინშად მიიღო, თუმცა საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ 26 მაისს ვერც „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული აქციის გამართვა ხერხედება. ნინო ბურჯანაძემ დასძინა, რომ სიტუაციამ, რომელიც ამ კუთხით შეიქმნა, ხელისუფლებას შესაძლოა მისცეს იმის თქმის შესაძლებლობა, რომ ოპოზიცია სოლიდარული არ არის.