პრინცი უილიამი უკრაინის წინააღმდეგ ბოიკოტს უერთდება

პრინცი უილიამი უკრაინის წინააღმდეგ ბოიკოტს უერთდება

დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი უკრაინაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ჩასვლას არ აპირებს. ის საყოველთაო ბოიკოტს უერთდება. როგორც უცხოურ პრესაში ამბობენ, მიზეზი უკრაინის ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებია.

კემბრიჯის ჰერცოგი არ არის ერთადერთი ევროპელი ლიდერებიდან, ვინც ამ მნიშვნელოვან საფეხბურთო ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს. უკრაინაში ჩასვლაზე უარს აცხადებენ ავსტრიის, ჰოლანდიისა და ბელგიის წარმომადგენლებიც.