პენტაგონი გუანტანამოს ციხეში 9/11-ის ორგანიზატორების წამებას უარყოფს, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო

პენტაგონი გუანტანამოს ციხეში 9/11-ის ორგანიზატორების წამებას უარყოფს, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო გუანტანამოს ციხეში 9/11-ის ორგანიზატორების წამებას უარყოფს. ციხეში მისდამი არაკორექტული მოპყრობის შესახებ სასამართლოზე 2001 წლის 11 სექტემბრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვალიდ ბინ ატაშმა განაცხადა.

სასამართლო პროცესამდე, არასათანადო მოპყრობის გამო საჩივარი ატაშის ადვოკატმაც დაწერა. სარჩივარში აღნიშნული იყო, რომ დაკავებულს ხელებზე აქვს ჭრილობები, რომელიც თითქოსდა ციხეში მიაყენეს.

ამ განცხადებების პასუხად აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ და ყველა მსგავს მიმართვასთან დაკავშირებით დეტალრი გამოძიება დასრულებულია, თუმცა ამის დამადასტურებელი ვერაფერი აღმოაჩინეს.