არნოლდ სტეპანიანი: ჯავახეთიდან მოსახლეოება სომხეთში არა მარტო ამ, წინა არჩევნებზეც გადაჰყავდათ

არნოლდ სტეპანიანი: ჯავახეთიდან მოსახლეოება სომხეთში არა მარტო ამ, წინა არჩევნებზეც გადაჰყავდათ

სომხეთში მოქმედმა საზოგადოებრივმა ჯგუფმა „სომხეთი ფალსიფიკაციის გარეშე“ თხოვნით მიმართა ქვეყნის სპეცსამსახურებს,გამოაქვეყნოს იმ მოქალაქეთა მონაცემები, ვინც 3-დან 5 მაისამდე სომხეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოდან გადმოკვეთა.”ავტობუსებით, რომლითაც ჯავახეთიდან საქართველოს მოქალაქეები ერევანში ჩაიყვანეს ჰქონდა ტრაფარეტი რუსულენოვანი წარწერით - „ჯავახკი რესპუბლიკური პარტიის მხარდასაჭერად“. ჯავახეთის მოსახლეობა აცხადებს, რომ კორტეჟს ახალქალაქის პოლიციის უფროსის შვილი აცილებდა“, - ნათვქამია მიმართვაში.

როგორც „საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნოლდ სტეპანიანი Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცის ვერც დადასტურებას და ვერც უარყოფას ვერ შეძლებს, თუმცა მათი ინფორმაციით ჯავახეთში ათასობით მოქალაქე არ ცხოვრობს.

„ბოლო სამი წლის მანძილზე რამდენჯერმე მსმენია, რომ ჯავახეთიდან ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით ხალხი ხმის მისაცემად ჩაჰყავთ სომხეთში „რესპუბლიკური პარტიისთვის“ ხმის მისაცემად,ამ ყველაფერს კი ადგილობრივი პოლიციის შეფი ხელმძღვანელობს. თუმცა ამ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ, რადგან დეტალურ ინფორმაციას ამის შესახებ არ ვფლობ.

ვრცელდება ინფორმაციები, რომ არა მარტო ამჟამინდელ, არამედ წინა და იმის წინა არჩევნებზეც მოხდა ჯავახეთის მოსახლოების საზღვართან ახლოს სომხურ სოფლებში ხალხის გადაყვანა. როგორც ჩანს ეს გავრცელებული ტაქტიკაა. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჯავახეთში ათასობით სომხეთის მოქალაქე არ ცხოვრობს“,-აცხადებს სტეპანიანი.