ერთი გულიანი პარტია

ერთი გულიანი პარტია

[თომას დე ვაალი, THE NATIONAL INTEREST]

საქართველოსა და თურქეთში ღრმად იკიდებს ფესვს ფსევდოერთპარტიული სისტემა; ისინი არსებითად თავისივე წარმატებას ემსხვერპლნენ

გასული ათწლეულის განმავლობაში თეთრმა პარტიამ (AK) თურქეთი შეცვალა. მან ქვეყანა ეკონომიკური წარმატების მაგალითად აქცია და თურქეთის ეკონომიკა მისი ძალისხმევით მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკათა შორის მე-17 ადგილზე მოხვდა. მან მოარჯულა სამხედროები, გაწმინდა სასამართლო სისტემა და უმცირესობებთან კონტაქტის დამყარება შესძლო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თურქეთის ექსპერტთა უმეტესობამ შვებით ამოისუნთქა, როდესაც გასულ კვირას არჩევნებზე AK-მ ვერ შესძლო ხმების დიდი უმრავლესობის მოპოვება. 550-დან 326 მანდატი პარლამენტში მათ უმნიშვნელო უმრავლესობა ანიჭებს, რაც იმას ნიშნავს რომ ახალ მთავრობას კონსტიტუციის გადაწერისთვის კონსესუსი დასჭირდება. ეს კი დააწესებს კონტროლს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შესაძლო სურვილზე „პუტინიზმის“ გზით წავიდეს და საკუთარი თავი ახალ, ძლევამოსილ აღმასრულებელ პრეზიდენტად აქციოს.

The Economist-ის ძლიერი, მაგრამ არა უპირობო მხარდაჭერა AK-სადმი იმით დამთავრდა, რომ მან სეკულარული CHP-ისათვის ხმის მიცემის რეკომენდაცია გასცა, პარტიისთვის რომელიც სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ დინოზავრად განიხილებოდა. ეს რეკომენდაცია იმის საფუძველზე გაიცა, რომ თურქეთი მხოლოდ იხეირებს ძლიერი საპარლამენტო ოპოზიციის არსებობით. (ასევე იმის გამოც, რომ the Economist-ს ესმოდა მისი რეკომენდაცია რეალურად ვერ შეცვლიდა ამომრჩეველთა პოზიციას და AK მაინც მიიღებდა ხმების უმრავლესობას).

საქართველოც სულ მალე ასეთსავე გზის გასაყარზე აღმოჩნდება. წარმატებულმა პარტიამ მოიგო ორი არჩევნები და პოლიტიკურ ლანდშაფტზე დომინირებს. 2012-1013 წელს მას ახალი გამოწვევები ელის, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ისინი კონსტიტუციას ახლა ცვლიან და არა მოგვიანებით. იციან კი მათ სად უნდა შეჩერდნენ, თუ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საკუთარი წარმატებების გაუქმებას დაიწყებენ?

საქართველოში პრობლემები უფრო მწვავეა ვიდრე თურქეთში. ერთპარტიულ სისტემებს სხვადასხვა სახე და მასშტაბი აქვთ, დაწყებული შედარებით რბილიდან (Washington DC, ბრიტანეთი კოალიციამდე) და დამთავრებული ავტორიტარული და დიქტატორული ფორმებით (თურქმენეთი და სირია). საქართველოს შემთხვევაში შემაშფოთებელია ის, რომ მმართველი პარტია არა მხოლოდ მთავრობას და პარლამენტს, არამედ ყველა რეგიონულ ხელისუფალს აკონტროლებს. უფრო მეტიც, მას მხარს უჭერს სამი მთავარი სატელევიზიო არხი და სასამართლო სისტემა სუსტია.

მე რამდენიმე თვის მანძილზე ვმუშაობდი ანგარიშზე, რომელიც საქართველოს მომავალს ეხებოდა. ანგარიშის სათაურია „საქართველოს არჩევანი“. მე გაოცებული დავრჩი იმით, თუ როგორ დაიხვეწა მმართველი მთავრობა დასავლური ტექნოლოგიებისა და PR მეთოდების გამოყენებაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთავარი მოთამაშის სტატუსი შეინარჩუნოს. ეს პოსტ-საბჭოთა სივრცის უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია. სახელმწიფოები ძლიერდება და ასევე ძლიერდება მმართველი ელიტის უნარი ძალაუფლების შენარჩუნებისა. მმართველი პარტია ავრცელებს იდეას, რომ არ არსებობს მისი ალტერნატივა და ამ აზრს რესურსების მასობრივი დემონსტრირებით განამტკიცებს. საქართველოში, რომელიც ნამდვილად უფრო პლურალისტურია ვიდრე მისი მეზობლები, გასული წლის მერის არჩევნებზე თბილისში, ოფიციალურმა კანდიდატმა გიგი უგულავამ მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ირაკლი ალასანია, ასი ერთთან პროპორციით დაამარცხა.

სოფლებში ეს კიდევ უფრო ადვილია. მე კახეთის სოფლებში ვიმოგზაურე, საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც მეღვინეობას მისდევენ და სადაც მაღალია უმუშევრობა, ხოლო სიღარიბე გავრცელებული. კახეთში ყველგან კედლებზე ხუთიანი ეწერა. ეს იყო ”გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის”, მმართველი პარტიის ნომერი წინა საპარლამენტო არჩევნებზე და 2012 წელსაც მათივე ნომერი იქნება. სულ რამდენიმე საჯარო შეხვედრა და მოთხოვნა იმისა, რომ არ გაართულონ ვითარება და რამდენიმე საჯარო პროექტი და შედეგიც მიღწეულია – ამომრჩეველი სოფლებში კვლავ მე-5 ნომერს მისცემს ხმას.

მიხეილ სააკაშვილი ჰოსნი მუბარაქი არ არის. ის ჯერ კიდევ ძალიან პოპულარულია საქართველოში. მისი პრობლემა იდეების ნაკლებობა კი არა, პირიქით, მათი ზედმეტად დიდი რაოდენობაა. მთავარ გამოცდად ეკონომიკა იქცევა. თურქეთის მსგავსად საქართველო საკუთარ თავს წარმატებული ეკონომიკის ქვეყნად წარმოაჩენს, მაგრამ მისი მთავარი მიღწევები 2004-2008 წ.წ. განეკუთვნება.

თურქეთში ეკონომიკის გადახურების ეშინიათ. საქართველოსთვის ასეთი პრობლემები საოცნებოა. ულტრა-ლიბერალური მიდგომა, რომელმაც უზრუნველყო უცხოური ინვესტიციების სწრაფი შემოდინება 2006-2008 წ.წ. ვერაფერს მოუხერხებს ფესვგადგმულ სიღარიბეს. წელს საქართველოს ეკონომიკის შედარებით ჯანსაღი ზრდა ჰქონდა, მაგრამ უმუშევრობა ისევ მაღალია და საკვებ პროდუქტზე ინფლაციამ 30% შეადგინა. ოდესღაც მდიდარ სასოფლო-სამეურნეო ქვეყანას ახლა თავისი საკვები პროდუქტის ოთხი-მეხუთედი იმპორტირებული აქვს. გასული ნოემბრის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის მეოთხედს საკვების საყიდლად საკმარისი ფული არ გააჩნია.

ასეთი პრობლემების პირისპირ, მრავალპარტიული პოლიტიკა სულ უფრო მიმზიდველად გამოიყურება. ხანდახან სასარგებლოცაა, ბრალდებათა ნაწილის გაზიარება შეგეძლოს.

[ForeignPRESS.ge]