ყოველივე ზემოთქმული ცხადყოფს იმას, რომ საზოგადოების მდგომარეობის ცვლის არა ყოველი ასპექტი პოულობს ასახვას ლეგალურ პოლიტიკაში, ხოლო რომელიმე მათგანის მნიშვნელობა არ განისაზღვრება მხოლოდ იმით, ჰპოვა თუ არა მან ამგვარი გამოხატულება.
1953-1956 წლებში ქართველი ერის მდგომარეობის ცვლილება – სრული ინიციატივის მატარებელი ელემენტის პოზიციიდან ცივილიზაციურ ფაზათა ცვლისადმი ლეგალური რეაგირების შესაძლებლობას მოკლებულ პოზიციამდე ჩამოქვეითება – შეიძლება შევადაროთ გერმანელი ერის მდგომარეობის ცვლილებას, რაც მეორე მსოფლიო ომში მის დამარცხებას მოჰყვა. ამასთანავე, ქართველი ერისთვის, გერმანელი ერისგან განსხვავებით, დარტყმა სრულიად მოულოდნელი იყო და, ამდენად, კატასტორფის განცდაც - არანაკლებ ღრმა და დამთრგუნველი უნდა ყოფილიყო, ვიდრე გერმანელი ერის შემთხვევაში. სალიტერატურო ასპარეზზე სწორედ იმ დროს გამოსულ, გურამ რჩეულიშვილის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა - მოულოდნელი სიკვდილის ფენომენი - საბჭოური ცენზურისთვის მოუხელთებელად ასახავს ქართველი ერის მაშინდელი მდგომარეობის დასახელებულ ასპექტს. ამ განცდითაა დაღდასმული ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაც.
ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზაში ქართველი ერის სრული განეიტრალება შეუძლებელი იყო. შეზღუდვას მოჰყვა საბჭოური სახელმწიფოებრიობისგან გაუცხოება და მისგან თავდახსნისკენ მისწრაფების განვითარება ქართულ საზოგადოებაში, რაც ალტერნატიულ სამართალწარმოებაზე მოთხოვნილებაში აისახა. საქართველოში ამ მოთხოვნილების, საბჭოური ხელისუფლების ინტერესების შესაბამისად და, ცხადია, მისი ირიბი სანქციით, ე.წ. კანონიერი ქურდის ინსტიტუტის ფუნქციის გაფართოებით დაკმაყოფილებამ ქართველ ერს მისცა ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზისადმი რეაგირების შესაძლებლობა (რითაც აიხსნება კანონიერი ქურდების კასტაში ქართველების უკიდურესად გაზრდილი წილით წარმოდგენილობა). ამან დიდად შეამცირა საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობაც და ქართველი ერის წინააღმდეგობის ლეგიტიმურ პოლიტიკურ პროცესად ჩამოყალიბების და საბჭოეთის გარედან მისადმი ლეგიტიმური მხარდაჭერის აღმოჩენის შესაძლებლობაც.
საქართველოში, 1956 წლის შემდეგ, სასჯელაღსრულების ზონების გარეთ კანონიერი ქურდის ინსტიტუტის ახალ ფუნქციად დაშვებულ, ალტერნატიულ სამართალწარმოებაში ქართული ტრადიციული სამართლის პრინციპების აქტუალიზაცია (რაც ამ პრაქტიკასთან სპეციფიკური ცნებების – “ძველი გაგება”, “ძველი ბიჭი” – ასოცირებაშიცაა ასახული), ქართველი ერის პირდაპირი თვითგამხატვის პრეცედენტების დაშვებულობასაც კი გულისხმობს. მაგრამ, საზოგადოდ, ეს ინსტიტუტი ქართველი ერის არაპირდაპირი თვითგამოხატვის ფაქტის ჩარჩოებში დარჩა მოქცეული. საქმე ისაა, რომ ქურდობა (მოპარვა) წმინდად მიღების აქტად (ძლევის მანიის ეფექტის ერთ-ერთი მთავარი ასპექტის რეალიზაციად) მოაზრებადი ქცევაა: ქურდი (მომპარავი) ისაკუთრებს რაიმე ღირებულს, მფლობელისგან უგრძნეულოდ, ამ უკანასკნელის აქტივობის შინაარსის სრულიად ნიველირებადობის პირობებში; ღია დაპირისპირების და ძალადობის გვერდის ავლის მომენტიც, რაც ახასითებს ქურდობის აქტს, ძლევის მანიის ეფექტის ასპექტთაგანია, როგორც სივრცე-დროში ძალისხმევის კონცენტრაციის პუნქტის სწორად შერჩევის გამოხატულება (მართალია, კრიმინალის სფეროში ძლევის მანიის ეფექტს უფრო სრულად გამოხატავს რეკეტი და ყაჩაღობა - რაიმე ღირებულის მითვისება, მის მფლობელზე წარმატებული ძალდატანების შედეგად, ანუ ბრძოლის და მიღების მომენტების გაერთიანება - მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთან ღია კონფლიქტის აცილება და, ამდენად, მისი სანქციით სტაბილური ინსტიტუციონალიზაცია ვერ მოხერხდება); თუმცა მითვისების მომენტის რამდენადმე მაინც მიჩქმალვა შესაძლებელია მართვის მანიის ეფქტთან ასოცირებადი ფაქტორებით (მოპარვის აქტის სამართლიანობის აღდგენად წარმოდგენით; მოპარულის გასაჭირში ჩავარდნილთა დასახმარებლად გადაცემით ან მეგობართა წრეში დახარჯვით - ყარაჩოღელთა კოდექსის ერთ-ერთი პრინციპი), მაგრამ მომპარავის თვითშეფასებაში მიმღებლობის მომენტის სრულად ნიველირება მაინც შეუძლებელია.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ კანონიერი ქურდის ინსტიტუტი ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთან, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენით, ასოცირებადი ფენომენია, და ამ მნიშვნელობით ადექვატურად შეესაბამება საბჭოეთის ისტორიაში ეგეოსური ცივილიზაციის ორმაგი ეფექტის ფაზების გადამფარავ მონაკვეთებს (1917 - 1927 წწ., 1948 – 1967 წწ. და 1988 – 1991 წწ.). მაგრამ ამ ინსტიტუტის აქტუალობა არ შემოიფარგლებოდა ისტორიის მხოლოდ ამ მონაკვეთებით: როგორც აღინიშნა, საბჭოეთის ისტორიას უწყვეტად ახლდა ფორმის მანიის ეფექტის ფენომენების აქტუალობაც (დასავლეთევროპული ცივილიზაციის მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის (1919 – 1938 წწ.) გავლენის, ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის (1928 - 1947 წწ.) და, შემდეგ, ამ უკანასკნელის მთავარი ფენომენის სტაგნაციური სტაბილიზაციის პირობებში) და სასჯელაღსრულების ზონების შიგნიდან აპოლიტიკურ კონტროლი – რა ფუნქციითაც იყენებდა კანონიერი ქურდის ინსტიტუტს საბჭოეთის ხელისუფლება, არის კერძო რეალიზაციის მაგალითი, სწორედ, ფორმის მანიის შესაბამისი კრიმინალის უპირატესი მოდუსისა - არსებობის არალეგიტიმური მოდალური რეგლამენტაცია და სრული კონტროლი (ყოფნა-არყოფნის საკითხის ჩათვლით). კანონიერი ქურდის ინსტიტუტის ფუნქციის ამ ასპექტში ქართული ელემენტის მონაწილეობა წარმოადგენდა ნეგატიურ ალტერნატივას ქართველი ერის ფორმის მანიის კასტური ეფექტის მოდუსით არაპირდაპირი თვითგამოხატვის იმ რეალიზაციისა, რომელის პერსონიფიკაციადაც დავასახელთ ზვიად გამსახურდია (მომავალი კონფლიქტების ერთ-ერთი წინაპირობა).
უნდა აღინიშნოს, რომ მართვის მანიის პირდაპირი ეფექტის რეალიზაციას არ მოაპოვება კრიმინალური ასპექტი, მაგრამ მართვის მანიის არაპირდაპირი ეფექტის რეალიზაციაში კრიმინალის ნებისმიერი მოდუსის აქტუალიზაციაა შესაძლებელი. ქართველი ერის არაპირდაპირი თვითგამოხატვის ცხრომის მანიის კასტური ეფექტის მოდუსით რეალიზაციაში აისახა კრიმინალის ცხრომის მანიის სათანადო მოდუსიც - არალეგალურ მოვაჭრეთა, კონტრაბანდისტთა პრიმატი. ვგულისხმობ ქართული არალეგალური ბიზნესის განვითარებას (ფორმის მანიის ეფქტის საბჭოური ფენომენის დომინირების პირობებში ქართველი ერის ადაპტაციური რეაქციის გამოხატულებად), რისი დასაწყისიც იმავე, 1953 - 1956 წლებით შეიძლება დათარიღდეს. ამ ფაქტორმაც შეუწყო ხელი, სამართალწარმოების ალტერნატიული არალეგიტიმური პრაქტიკის აქტუალობის პირობებში, საქართველოში, კანონიერი ქურდის ინსტიტუტის გავლენის გაძლიერებას და მასში ქართველების წილის თანდათანობით ზრდას მთელს საბჭოეთში.
ამიგად, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, 1953 წლის შემდეგ საბჭოური რეჟიმის მხრიდან რეპრესიის შინაარსი ქართველი ერის კრიმინალიზაციის - სახელმწიფოებრიობის ყველა ასპექტის კრიმინალური ორეულით ჩანაცვლების ხელშეწყობის, სხვა მოდუსით მისი თვითგამოხატვის არდაშვების მცდელობად შეიძლება იდენტიფიცირდეს.
ამგვარი მასშტაბური დესტრუქციის მიმართ მთავარ თავდაცვით რესურსს წარმოადგენდა, საქართველოში, საყოველთაოდ სავალდებულო განათლების პროგრამაში, სტალინურ ეპოქაში ჩადებულ, ნოოონტოგენეზიურად ოპტიმალური ასპექტის შენარჩუნებულობა, რომელიც, რომ არაფერი ვთქვათ ქართული ფოლკლორის, რუსთველის, ვაჟა-ფშაველას და გალაქტიონის მემკვიდრეობაზე, ფორმის მანიის კასტური ეფექტის საკუთრივი რეალიზაციის ელემენტებსაც კი შეიცავდა: ქართული ჰაგიოგრაფია, პატრიოტული ლირიკა, კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა” . . .
ქართველი ერის თავდაცვითი რეაქცია ლეგიტიმური თვითგამოხატვისკენ მისწრაფების გამოვლინებებშია აისახა.
- ქართველი ერის არაპირდაპირი თვითგამოხატვის ცხრომის მანიის კასტური ეფექტის მოდუსით რეალიზაციაში ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არალეგიტიმურ რეალიზაციას 1970-ან წლებში სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის რეფორმების ინიციირების მცდელობაში ასახული (როგორიც, მაგ. ე.წ. აბაშის ექსპერიმენტი), ცხრომის მანიის კასტური ეფექტის ალტერნატიული რეალიზაცია დაუპირისპირდა, რაც წარმოადგენდა ერთგვარ მოსინჯვას ამ ფაზის მიწურულს გაჩაღებული ე.წ. გარდაქმნის (“პერესტროიკა”) პოლიტიკის პრინციპებისა; ეს გახლდათ ედუარდ შევარდნაძის ფუნქციური სტატუსის ეგეოსური ცივილიზაციის ფაზათა ცვლის შესაბამისად ცვლილების გამოხატულება, 1972 წელს საქართველოს კომპარტიის პირველ მდივნად მისი დაწინაურების შემდეგ, და გაგრძელება ქართველი ერის თვითრეალიზაციის ლეგიტიმურ მოდუსში მოქცევისკენ მისწრაფებისა, რაც 1965 წელს, ჯერ კიდევ წინა ფაზაში, მის მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სტატუსში, არალეგალური ეკონომიკის და კორუფციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი (თუმცა, ვითარების გათვალისწინებით, ცხადია - ნაკლებად ეფექტური) კამპანიის ინიციირებაში აისახა (იხ. ავტორის “მესამე ქართველი - ედუარდ შევარდნაძე”).
ამგვარივე მნიშვნელობის მოვლენად უნდა დასახელდეს ზვიად გამსახურდიას მონაწილეობაც ე.წ. დისიდენტურ მოძრაობაში, რომელიც 1975 წელს ჰელსინკის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ პოლიტიკური აქტივობის ლეგიტიმური ფორმა გახდა საბჭოეთში. ეს მოძრაობა, პიროვნული თავისუფლების პრინციპის აქტუალიზაციით, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის რეალიზაციის ახალ ასპექტს წარმოადგენდა. დისიდენტური მოღვაწეობისთვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე, მაგრამ პიროვნების თავისუფლების საკითხი, მისთვის, მისი ფუნქციური სტატუსის გათვალისწინებით, მხოლოდ ეროვნული თვითგამოხატვის თავისუფლების ასპექტით შეიძლებოდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი და, ამდენად, ამ მოძრაობისადმი ის თანმიმდევრულ ერთგულებას ვერ გამოიჩენდა. ამით აიხსნება ის, რომ მისი განდგომა (ე.წ. მონანიების აქტი - 1978 წ.) მორალურ კომპრომისად მხოლოდ ცხრომის მანიის კასტური ეფექტის რეალიზაციის ჯგუფმა მიიჩნია, ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს კი ამ ფაქტისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია. ამას იმ გარემოებამაც შეუწყო ხელი, რომ დისიდენტურმა მოძრაობამ, კომპარტიის ლიდერთა წრეში რეფორმატორული გაწყობის სტაბილიზაციის პირობებში (ეკონომიკის სფეროში შევარდნაძის ინიციატივებში გამოვლენილი ტენდენცია, რაც შემდეგ საბჭოეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ე.წ. გარდაქმნის კამპანიაში გადაიზარდა), მალე დაკარგა ცხრომის მანიის კასტური ეფექტის რეალიზაციის მთავარი ასპექტის მნიშვნელობა საბჭოეთში.
****
მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ერს, 1953 – 1956 წლების მოვლენათა შედეგად, აღკვეთილი ჰქონდა გლობალური მასშტაბის სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის შესაძლებლობა, მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ცვლილებები მას თვითრეალიზაციის უდიდეს ასპარეზს უმზადებდნენ.
- ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომით (1968 წ.), ამერიკელი ერის (როგორც, უკვე, დედამიწის ნოოსფეროს ერთა ცხრომის მანიის კლასის ლიდერის) თვითრეალიზაციის უპირატეს ალტერნატივად გამოიკვეთა ეგეოსურ ცივილიზაციაში მისი ინტეგრაცია, რამაც დააჩქარა დასავლეთევროპული ცივილიზაციის ინერციულ გადმონაშთებად (ცხრომის მანიის და ფორმის მანიის ორმაგი ეფექტის ფენომენთა არსებობის გამოხატულებად) იდენტიფიცირებადი მოვლენების მილევის პროცესი და ეგეოსური ცივილიზაციის გლობალურ ცივილიზაციად სტაბილიზაციის ტენდენცია მსოფლიო საზოგადოების მდგომარეობის მთავარ მახასიათებლად გამოიკვეთა.
ამ დრომდე ცივილიზაციათა კონფლიქტის მომენტი, საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროს მნიშვნელოვან ფაქტორად რჩებოდა: ამერიკის სამხედრო ჰეგემონიის არეში მოქცეულ, დასავლეთევროპული ცივილიზაციის შემადგენელ ფორმის მანიის კლასის ერებთან (გერმანია, იტალია, ესპანეთი, სკანდინავიის ქვეყნები, იაპონია, ინდონეზია, ნაწილობრივ და გარკვეული ხნით – ვიეტნამის ნაწილი, კორეის ნაწილი,Pფილიპინები, პაკისტანი, ირანი, თურქეთი, ლათინური ამერიკის ქვეყნები, არაბული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი) ამერიკელი ერის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა (ფორმის მანიის ეფექტის და ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენების შეკავშირება) დასავლეთევროპული ცივილიზაციის მეორე მართვის მანიის ცალფა ეფქტის ეფექტის ფაზის (დაიწყო 1939 წ., უნდა დასრულებულიყო 1958 წ.) მოვლენადაც იყო იდენტიფიცირებადი, როგორც მართვის მანიის არაპირდაპირი ეფექტის განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპის ასპექტით რეალიზაციის მცდელობა (იმავე ეფქტის დასავლეთევროპული ცივილიზაციის გაფართოებით რეალიზაციის მცდელობის ჩაშლის შემდეგ, მეორე მსოფლი ომში საბჭოეთის გამარჯვების შედეგად); 1959 წლიდან კი ცხრომის მანიის და ფორმის მანიის კლასის ერთა თანამშრომლობით დასავლეთევროპული ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაცია იყო შესძლებელი (სამხედრო ჰეგემონობით ამერიკელი ერი ერთა ცხრომის მანიის კლასის ერთ-ერთი ცივილიზაციური ფუნქციის - დასავლეთევროპული ცივილიზაციის საგარეო თავდაცვის ამოცანის - რეალიზატორად დაფიქსირდებოდა).
მაგრამ ამერიკის პოლიტიკაში სამხედრო ფაქტორის მნიშვნელობის ზრდა, რაც 1949 წელს ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შექმნასა და 1957 წელს ტრუმენის დოქტრინის ინიციირებაში აისახა, ისევე, როგორც 1968 წლამდე ამერიკის საგარეო ინვესტიციების მეტ წილიად განვითარებადი ქვეყნებისკენ მიმართულობა - ურთიერთობათა არაექვივალენტური გაცვლის პრინციპით (მიღების აქტის მნიშვნელობით) წარმოების პრაქტიკაზე მეტყველი (ძლევის მანიის ეფექტის გამომხატველი) ფაქტი – და ამერიკის ინტელექტუალურ ელიტაში კომუნისტური იდეოლოგიის პოპულარობა, სამხედრო ძალაზე დაყრდნობით ამერიკის გავლენის არის გაფართოების ტენდენციის (1953 წელს ინტერვენცია კორეაში, ირანზე სრული კონტროლის მოპოვება, მოგვიანებით ვიეტნამის მოვლენები, ლათინურ ამერიკასა და არაბულ სამყაროზე გავლენის გაძლიერება ა.შ.), და ბოლოს, კენედების კლანის აღზევებით გამოხატულ, ირლანდიური ელემენტის გააქტიურების ფაქტის გათვალისწინებით (რისი ჩააქრობაც მოხერხდა მართვის მანიის არაპირდაპირი ეფექტის რეალიზაციის შესაძლებლობის პირობებში), ქრონოლოგიით და არსით ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის ერთ-ერთი უმთავრეს ასპექტად იდენტიფიცირდება.
60-იან წლებში ეგეოსური ცივილიზაციის ხსენებული ფაზის გავლენა ამერიკელი ერის თავდაცვითი რეაქციის გენერაციის აუცილებლობის ზღვარსაც კი გასცდა ამის შესახებ მეტყველებს ამერიკელთა ახალ თაობებში (16-დან 26 წლამდე ასაკის ფენა) საზოგადოებისგან გარიდების განწყობის გენერაცია და გამძაფრება, ამერიკის ცხოვრებაში ძლევის მანიის სათანადო პარადიგმის დომინანტიზაციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად (რაც დასავლეთევროპული ცივილიზაციის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებადაც შეიძლებოდა დარჩენილიყო ისტორიაში): “ჰიპიზმი” – მოძრაობა, რომელმაც კულმინაციას 1967 წელს მიაღწია (თუმცა მხოლოდ ორი წლით ადრე მოხდა მისი კონსოლიდაციის ფაქტის ოფიციალურად აღიარება);
1968 წლიდან, ეგეოსურ ცივილზაციის ფაზათა ცვლის სინქრონულად და შესაბამისად, ამერიკის საგარეო ინვესტიციების მეტწილად განვითარებული ქვეყნებისკენ მიმართვით - ურთიერთობათა ექვივალენტური გაცვლის პრინციპით წარმოების პრაქტიკაზე გადასვლა - და, მსოფლიო ბაზრის ელემენტად მისი სტაბილიზაციის პირობებში, ამერიკული ვალუტის ოქროს რეზერვით უზრუნველყოფის გაუქმებით (პრეზიდენტ ნიქსონის ინიციატივა - საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებზე მოთხოვნილება გახდა ოქროს რეზერვის სრულფასოვანი ჩამნაცვლებელი) წარმოდგენილმა ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზაციამ მოიხსნა ამერიკელი ერის თავდაცვითი რეაქციის აქტუალობა: 1969 წელს ვუდსტოკში გამართული გრანდიოზული ფესტივალის შემდეგ (ნახევარი მილიონი ჰიპი მონაწილით), ჰიპიზმი ამერიკაში სწრაფი დაღმასვლის გზას დაადგა (მრავალი მისი მონაწილე ამერიკულ საზოგადოების მაღლ ფენასვე დაუბრუნდა) და ამერიკელი ერის გავლენის გავრცელების ფაქტორად იქცა, სხვა თვისებრივი ტიპის ერების სივრცეებზე, უკვე, ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის შესაბამისად; ამერიკულ ინტელიგენციაშიც ერთბაშად ჩაქრა კომუნისტური იდეოლოგიისადმი სიმპათია. ამერიკის საზოგადოებას ცხრომის მანიის კლასის ერად შეუზღუდველი თვითრეალიზაციის შესაძლებლობა მიეცა.
მაგრამ, ამასთანავე, 1970-იან წლებში ამერიკის ახალგაზრდობაში ახალი მიმდინარეობის, პანკიზმის, გაბატონება, რომელიც, ჰიპიზმისეული არაძალადობრივი (ცხრომის მანიის ეფექტის სათანადო) მსოფლმხედველობის საპირისპიროდ, ძალადობის მომხრეობით ხასიათდება (ძლევის მანიის ეფექტის ფენომენი - ეგეოსური ცივილიზაციის წინა ფაზის ინერციის გამოხატულება), მაჩვენებელი იმისა, რომ, მოძველებული სტრატეგიის ბატონობის პირობებში, თვით ამერიკის შემთხვევაშიც კი არაა ახალ თაობათა ნოოონტოგენეზი ცივილიზაციურ ფაზათა ცვლის გავლენისგან დაზღვეული. ეს ფაქტორი მაშინ არ აღმოჩნდა საკმარისი ამერიკული საზოგადოების ყურადღების ეროვნული თვითიდენტიფიკაციის პრობლემაზე კონცენტრაციისთვის: ცხრომის მანიის სათანადო პარადიგმა (ლიბერალიზმი – თავისუფლების კატეგორიის პრიმატი) ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ეფექტის ფაზის ხელშეწყობით და მის გამოხატულებად, სრული უპირატესობით და საყოველთაო სიმპათიით სარგებლობდა; ამერიკელი ერის თავისუფალი, ძალდაუტანებელი თვითგამოხატვის პრეცედენტები საკმარისი იყო მისი გავლენის გასავრცელებლად.
****
დასავლეთევროპული ცივლიზაციის ცხრომის მანიის კლასის ერებისგან განსხვავებით, ამ ცივილიზაიციის ფორმის მანიის კლასის ერები, ეგეოსური ცივილიზაციაში მათი ინტეგრაციის პროცესმა თვითიდენტიფიკაციის უმწვავესი პრობლემის წინაშე დააყენა. დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ცხრომის მანიის და ფორმის მანიის ფსიქიკური სტიქიები ორმაგი ეფექტის ფაზებს პასუხობდნენ, ეგეოსურ ცივილიზაციაში კი მათი აქტუალიზაცია ცალფა ეფექტის ფაზებში ხდება, რაც შესაბამისი თვისებრივი ტიპის ერთა თვითრეალიზაციის პირობების რადიკალურ ცვლილებას გულისხმობს. ამ ასპექტით ფორმის მანიის კლასის ცხრომის მანიის კლასის ერთა ხვედრი ერთნაირი იყო, მაგრამ ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, ფორმის მანიის კლასის ერებისთვის არახელსაყრელი იყო ეგეოსური ცივილიზაციის ფაზათა ქრონოლოგია მათი: ინტეგრაციის პროცესმა ფორმის მანიის ეფექტის ფაზასთან თანაკვეთის გარეშე ჩაიარა, რასაც დაემატა მასშტაბის ცვლის ფაქტორიც: 1949 წელს დასრულდა ჩინური საზოგადოების (ჩინური ცივილიზაციის) ფორმის მანიის კლასის ერზე რედუქცია და ეგეოსურ ცივილიზაციაში ინტეგრაცია, 1960-იან წლებში კი, ე.წ. კულტურული რევოლუციის ინტენსიური და აგრესიული კამპანიით (რომლის ძალადობრივი ხასიათი ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზასაც პასუხობდა) ჩინელმა ერმა ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის პროცესში შეუქცევადობის ზღვარიც გადალახა.
ეგეოსური ცივილიზაციის გავლენა, ცხრომის მანიის კლასის ერებისგან გამიჯვნისა და ფორმის მანიის კლასის ერად მასშტაბის ზრდით კონსოლიდაციისკენ მისწრაფების იმპულსის სახით, პირველად არაბულ სამყაროში გამოვლინდა. ამის გამოხატულებად შეიძლება დასახელდეს გამალ აბდელ ნასერის სახელთან დაკავშირებული მოვლენები: პანარაბული ნაციონალიზმის გაღვივება, არაბული ქვეყნების კონსოლიდაციის ახალი (არაბული ქვეყნების ლიგის ალტერნატიული) მოდელის აქტუალიზაციის მცდელობა – “გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის” დაარსება (1958. წ.). ეკვატორულ აფრიკაში მსგავსი პროცესი (ფორმის მანიის კლასი ერად კონსოლიდაციისკენ მისწრაფება) პატრის ლუმუმბას სახელთან დაკავშირებულ მოვლენებშია ასახული. ორივე შემთხვევაში მოახერხეს გარეგანმა ძალებმა ამ პროცესების შეჩერება, იმ გარემოების ხელშეწყობით, რომ, როგორც აღინიშნა, ეგეოსური ცივილიზაციის თანდროული - მეხუთე ორმაგი ეფექტის, მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის და მეექვსე ორმაგი ეფექტის - ფაზები ფორმის მანიის ეფექტის განვითარებას არ უწყობდნენ ხელს.
გლობალიზაციის ეტაპზე ეგეოსური ცივილიზაციის ფორმის მანიის კლასის ერებად თვითიდენტიფიკაციისა და სტაბილიზაციის პრობლემის სიმწვავის საილუსტრაციოდ, საუკეთესო მაგალითია გაბრიელ გარსია მარკესის ცხოვრება და შემოქმედება. ლათინურ ამერიკაზე ეგეოსური ცივილიზაციის გავლენის ზრდას, ჩე გევარას და ფიდელ კასტროს სახით, მოეპოვება საყოველთაოდ ცნობილი პერსონიფიკაციები, მაგრამ ამ უკანასკნელთა სახელებთან დაკავშირებული მოვლენები ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის ამსახველებია, ფორმის მანიის კლასის ერად გამოცალკავება-კონსოლიდაციის მოთხოვნილებას კი, სწორედ, გაბრიელ გარსია მარკესი განასახიერებს:
- “მარტოობის ასი წელი” (1967 წ.) დაფიქრებაა საზოგადოების თვითორგანიზაციის არსზე: მაკონდოს ხვედრის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ დასკვნა პესიმისტურია – ინტეგრაციის პრერსპექტიულობა არ სჩანს; “პატრიარქის შემოდგომა” (1975 წ.), მისი გროტესკული სტილით, ლათინურ ამერიკაში ხელისუფლების ინსტიტუტის არაადექვატურად წარმოდგენილობის (არაჯერარსულობის) და ამ ფაქტის გარეგან გავლენასთან ასოცირების ამსახველია: დიქტატორის (ლათინური ამერიკის სინამდვილეში ხელისუფლების ინსტიტუტის განზოგადებული პერსონიფიკაციის) შესახებ, სიუჟეტის მიხედვით, დანამდვილებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ დაბადებულია XIX საუკუნის პირველ ნახევარში (მინიშნება იმაზე, რომ ლათინური ამერიკის თვითიდენტიფიკაციის პრობლემის აქტუალიზაცია კოლონიური რეჟიმის რღვევას მოჰყვა) და პრეზიდენტად, ის, ინგლისელმა მეზღვაურებმა დასვეს (დესტრუქციული გარეგანი გავლენის წყაროდ ცხრომის მანიის კლასის ერის წარმოდგენა და, ამდენად, ფორმის მანიის ეფექტის გამოცალკავების პრობლემის აქტუალობაზე მინიშნება); “სიყვარული ჟამიანობის დროს” (1985 წ.) ლათინურ ამერიკაში საზოგადოების სტრუქტურის მისი წევრების ბუნებასთან შეუთავსებლობის (არაჯერარსულობის) ამსახველია: საყვარელ ადამიანთან ერთობა, წყვილს, საზოგადოებისგან იზოლაციში აქცევს.
ლათინურ ამერიკის კონსოლიდაციის სწორი მოდელის მიუგნებლობა ფორმის მანიის ეფექტის განვითარებისთვის ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზების არახელსაყრელობამ განაპირობა.
ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის მსვლელობაში ამერიკელი ერი გათავისუფლდა დასავლეთევროპული ცივილიზაციის ერად (ფრომის მანიის კლასის ერებთან სინქრონული თანააქტუალიზაციით) თვითრეალიზაციის პრაქტიკასთან დაკავშირებული ტრადიციის ელემენტებისგან, რაც ფორმის მანიის კლასის ერებთან ურთიერთობის გართულებაში აისახა. ამის მკაფიო მაგალითებია 1979 წელს შემდგარი ისლამური რევოლუციები ირანსა და სომალიში, გამოკვეთილად ანტიამერიკული ორიენტაციით.
ფორმის მანიის კლასის, ცხრომის მანიის კლასის და ძლევის მანიის კლასის ერების თვითიდენტიფიკაციის მცდელობა, თვით ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზეც კი, პროდუქტიული შეიძლება აღმოჩნდეს მათი სისტემური ურთიერთმიმართების იგნორირების, ეროვნული სახელმწიფოს მოწყობის ადექვატური მოდუსის დამოუკიდებლად ძიების პირობებშიც, მართვის მანიის კლასის ერების თვითიდენტიფიკაცია კი სისტემის ელემენტად მათი იდენტიფიკაციის გარეშე შეუძლებელია. ამდენად, თვითიდენტიფიკაციის პრობლემა, ქართველი ერისთვის, გაცილებით რთულად გადასაჭრელი გახლდათ. მით უმეტეს ამ პრობლემის გლობალურად აქტუალიზაციის ეტაპზე, როცა ქართველ ერს გლობალურ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობა რადიკალურად ჰქონდა შეზღუდული და, ამსთანავე, ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე მისი გადასვლის დამაგვირგვინებელი გარღვევის ინერციის მილევის, ქართველი ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის სტაბილიზაციის პრობლემის აქტუალიზაციის პირობებში: 1970-იან და 1980-იან წლებში დასრულდა ამქვეყნიური ცხოვრება ქართველი ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის დამაგვირგვინებელი ტალღის გამოჩენილ წარმომადგენელთა დიდი უმრავლესობისა (მათ შორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელთა და მნიშვნელოვან წევრთა: ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ვიქტორ კუპრაძე, ივანე ბერიტაშვილი, გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა, აკაკი შანიძე, გიორგი ჩუბინაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, რევაზ დოღონაძე . . .).
*
ერის არსის განსაზღვრა პიროვნების არსის განსაზღვრასთანაა დაკავშირებული, ამდენად ეპოქის მთავარ მოთხოვნაზე სწორ რეაქციად უნდა დავასახელოთ 1960-იანი წლებში ქართველ ფილოსოფოსთა წრის მიერ ფილოსოფიის მთავარ საკითხად ადამიანის (პიროვნების) ფენომენის კვლევის დასახელება. ეს პოზიცია მათ დაიცვეს თბილისში გამართულ საერთაშორისო ფილოსოფიურ კონფერენციაზე, მაგრამ ვერ მოხერხდა ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის გავლენისგან თავდახსნა: ნიკო ჭავჭავაძე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხსენებული ინიციატივის გატარებაში, თავისუფლების კატეგორიის პრიმატს აღიარებდა; XX საუკუნის 70-იანი და 80-იანი წლების ყველაზე სახელგანთქმული ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის პოზიციაც - ფრანგული მოდელის იდეალიზაცია - საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის სფეროში ცხრომის მანიის სათანადო პარადიგმის უპირატესობის აღიარების შესაბამისია (ამდენად, შემთხვევით როდი უწოდებდნენ მას XX საუკუნის სოკრატეს).
შეიძლება ითქვას, რომ, ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში, ქართველ ერის იდენტიფიკაციის მცდელობა ამ საკითხის მხატვრული ლიტერატურის სფეროში ასახვის შედეგებს არ გასცილებია. ამ შედეგების საუკეთესო ილუსტრაციად კი შეიძლება დავასახელოთ ოთარ ჭილაძის და ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედება. მათი მემკვიდრეობის მოკლე შეფასება დაგვეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რა მძიმე ტვირთად აწვა ეს, ეპოქალური მოთხოვნა ქარველი ერის ინტელექტუალურ ელიტას.
ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში ოთარ ჭილაძის ოთხი რომანი გამოიცა - “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” (1973 წ.), “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.), “რკინის თეატრი” (1981 წ.) და “მარტის მამალი” (1987 წ.) - ჭაბუა ამირეჯიბისა – ერთი – “დათა თუთაშხია” (1973 – 1975 წ.).
“გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” არის ქართველი ერის, როგორც ისტორიის მარადიული სუბიექტთაგანის, თანამედროვე პრობლემების კოლხურ სამყაროს მითოსურ ყოფიერებაში დაწყებული პროცესების განვითარების შედეგებად წარმოდგენის მცდელობა. მაგრამ, ერის და მისი განვითარების არსის შესახებ მეცნიერული ცოდნის არ არსებობის პირობებში, შეუძლებელი იყო ძველკოლხური სამყაროს ეგეოსურ სამყაროსთან მიმართების შეუცდომლად ასახვა. კერძოდ, ამ ნაწარმოებში, კოლხური სამყაროს დაქვეითება და დაცემა ეგეოსურ სამყაროსთან კონტაქტის დამყარებით განპირობებულ ფაქტადაა წარმოდგენილი: ნაწარმოებში ამ პროცესის სიმბოლური გამოხატულების - ზღვის შეუქცევადი უკანდახევის დასაწყისი კოლხეთის მიწაზე პირველი ელინის (რომანში ასეთად მიჩნეულია ფრიქსე) გამოჩენასთანაა დაკავშირებული. სინამდვილეში კი მართვის მანიის კლასის ქართველი ერის ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურის რეალიზაციად კოლხური სამყაროს კოსოლიდაცია, სწორედ, ეგეოსურ სამყაროსთან კონტაქტის პირობებში ეგეოსური ცივილიზაციის ფორმირების და სტაბილიზაციის მოვლენის შემადგენელ ფაქტთაგანია. უნდა აღინიშნოს, ასევე, რომ ამ ნაწარმოებში აღწერილი რეალობა შეესაბამება, არა ეგეოსური ცივილიზაციის პირველ ორმაგი ეფექტის ფაზას (დაახ. XX – XII სს. ქრისტეშობამდე), რომლიც პირველ ნახევარშიც მოხდა კოლხურ და პელაზგურ სამყაროთა ამ ცივილიზაციის მართვის მანიის კლასის ერად (საწყის ეტაპზე, დომინანტურ ელემენტად) კონსოლიდაცია, არამედ ეგეოსური ცივილიზაციის პირველი ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზას (XI – IV სს. ქრისტეშობამდე), რომელიც იყო არა ძველელინურ ელემენტთან კოლხური სამყაროს კონტაქტის დასაწყისის, არამედ ეგეოსურ ცივილიზაციის წინა ფაზის რეალიზატორი ერების (კოლხურ-პელაზგური სამყაროთი და აქეურ-მიკენური სამყაროთი წარმოდგენილების) ტრანსფორმაციული ტენდენციისადმი დაქვემდებარების და ცხრომის მანიის კლასის ძველელინელ ერად მათი ურთიერთასიმილაცია-კონსოლიდაციის ეპოქა, რაც ეგეიდაში, კოლხეთისგან განსხვავებით, შეუქცევადი გახდა. ბაბილონელი ქალის, მალალოს სახით წარმოდგენილი პერსონაჟიც ეგოსური ცივილიზაციის ამავე ფაზის შესაბამისია: ეგეოსური ცივილიზაციის პირველი ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის საწყის ეტაპზე, ცხრომის მანიის კლასის ერის როლში დომინირებდა არამეული სამყაროსგან მომდინარე ელემენტი – ფინიკიელი ერი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კოლხეთის მეფე აიეტი, კოლხი მედეა და ფრიქსე, რომლებიც ეგეოსური ცივილიზაციის პირველ ორმაგი ეფექტის ფაზის მოვლენების პერსონიფიკაციებს წარმოადგენენ, ვერ ჩაითვლებიან განსახილველი ნაწარმოების ამავე სახელიანი პერსონაჟების პროტოტიპებად. შეიძლება ითქვას, რომ ეგეოსური ცივილიზაციის პირველი ცხრომის მანიის ცალფა ეფქტის ფაზის რეალიების მიმართება კოლხი-მედეას სახით პერსონიფიცირებულ, ქართველი ერის ისტორიის მონაკვეთთან უფრო სწორად არის ასახული ციალა არდაშელიას ნაწარმოებში - “იათნანელი ამორძლები”, რომელშიც ძველელინები და ფინიკიელები, ასევე, ერთად გამოდიან კოლხურ-პელაზგურ სამყაროზე ტრანსფორმაციული ზეწოლის გამტარებელ ფაქტორად. მითოლოგიზმის მაღალი ხარისხით კი “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” კარგად პასუხობს ერის და პიროვნების იდენტიფიკაციაში ნოოფილოგენეზური ასპექტის წარმოდგენის მოთხოვნას.
“ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” მთავარ თემად, ასევე, თვითიდენტიფიკაციის პრობლემს გულისხმობს. მაკაბელთა კარ-მიდამო, ქართველი ერის თავშესაფრად ქცეულ, რომანოვთა იმპერიის სივრცეს განასახიერებს, ხოლო ობლობაში გაზრდილი (თვითიდენტიფიკაციის პრობლემის აქტუალობაზე მინიშნება) და გენერალ მაკაბელის მიერ ნაშვილები ქაიხოსრო - ქართველი ერის თვითრეალიზაციის იმ ასპექტს, რომელიც ხსენებულ სივრცეზე კონტროლის ქართველთა (მართალია, თვითიდენტიფიკაციის მცდელობით დაკავებულთა) მიერ დაუფლებაში გამოიხატა: მაკაბელთა მემკვიდრედ ქცეული ქაიხოსრო (როგორც ქართველი ბოლოშევიკები) მფარველად ევლინება ანას, ქვრივ ქალს (ქართველი ერის წარსული მდგომარეობის განმსახიერებელს) რომელსაც, ომში დაღუპულ ქმრისგან დარჩენილი შვილი – გიორგა - ვერ იცავს მოძალადე თათარისგან: ქაიხოსრომ თათარი თუმცა დასჭრა მაგრამ დაინდო, არ მოჰკლა (როგორც ბოლშევიკურმა რეჟიმმა სამხრეთული ისლამური იმპერიები) და შემდეგ, მუხანათური შურისძიების მოლოდინით და შიშით შეპყრობილი, მთელი ცხოვრების განმავლობაში ნანობს ამ დანდობას: მტრული ისლამური გარემო, რომელის დესტრუქციული გავლენა მფარველის ძიებას აიძულებდა ქართველ ერს, კვლავაც სტრატეგიულ საფრთხედ რჩება მისთვის. ქაიხოსროს ოჯახში ანას და მისი შთამომავლების პრობლემური ყოფა, მის მიერ მაკაბელთა ქვითკირის სახლის დატოვება და საცხოვრებლად გომურში გადასვლა არის სიმბოლო საბჭოეთის სივრცეზე ქართველი ერის მხოლოდ პერიფერიული ელემენტის სტატუსში არსებობის შესაძლებლობისა, მისგან მისი ლეგალური ელიტის გაუცხოებისა. ქაიხოსროს შვილიშვილის, ალექსანდრეს მეტამორფოზა კი, ქართველი ერის თავისთავადობის აღდგენის სამომავლო პერსპექტივის მოიმედეობის გამომხატველია.
ამ ნაწარმოებში მთელს მის შექმნამდე გასულ დროშია რუსეთის იმპერიისა და შემდეგ საბჭოეთის სივრცეში ქართველი ერის მდგომარეობის ცვლა ასახული (აქ შეცდომაა რომანოვთა იმპერიის მემკვიდრედ მოაზრება მის ადგილზე ჩამოყალიბებულ, საბჭოეთის იმპერიისა: ისინი ორი სხვადასხვა ცივილიზაციის ფენომენებს წარმოადგენდნენ), მაგრამ ძირითადი მოვლენები საქართველოს რუსეთის იმპერიაში მოქცევის ხანაში არსებულ სოციალურ გარემოშია წარმოდგენილი. მომდევნო ნაწარმოებებშიც ძირითად მოქმედებათა გადმოსაცემად, ასევე, პირობით გარემო და, კვლავ, ქართველი ერის ისტორიის კრიტიკული ეტაპებია არჩეული: “რკინის თეატრი” - საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის დასასრული, “მარტის მამალი” - მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი, შემამზადებელი ხანა 1956 წლის თბილისური ინციდენტისა, ერად ყოფნის ძალისხმევის კიდევ ერთი ამოფრქვევისა, როგორც უწოდა ამ მოვლენას მერაბ მამარდაშვილმა (კვლავ ცხრომის მანიის სათანადო პარადიგმის შესაბამისად - ნაწილის პირველადობის პრინციპი - ხედვა ერის არსისა).
სათაურად არჩეული მეტაფორა – “რკინის თეატრი” – იდეალურად ასახავს მართვის მანიის კლასის ერების მდგომარეობას XX საუკუნის მეორე ნახევრამდე დედამიწის ნოოსფეროში არსებულ ვითარებაში: აქ წარმოდგენილი ქალაქის ცხოვრების აზრი თამაშია - სხვადასხვა მნიშვნელობის სცენებზე, ოჯახურიდან დაწყებული ეროვნულამდე, ნიღბებისა და დიდ-მცირე როლების ცვლა; ქალაქის მთავარი სცენა და მისი ცხოვრების ცენტრი თეატრია, რომლის რკინასთან ასოცირება ამგვარი ყოფის შეურყეველობის შესახებ წარმოდგენაზე მიგვანიშნებს, რაც წარსულ გამოცდილებას ემყარება. მთავარი გმირები - ნატო და გელა - სიყვარულის კარნახით, ახერხებენ ამგვარი ყოფის გარსის გარღვევას, თუმცა ავტორი ვერ აკონკრეტებს ახლი ყოფის სივრცის (ნატოსთვის – “ზღვა”, გელასთვის – “თოვლისა და უგზოობის ქვეყანა”) მახასითებლებს - ეს შეუძლებელიც იყო შესაბამისი სამეცნიერო ცოდნის არ არსებობის პირობებში.
უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული პრობლემის აქტუალობის გადმოსაცემად პირობითი გარემო ზედმიწევნით სწორადაა არჩეული: სწორედ, საქართველოს პირველი რესპუბლიკა შეიძლებოდა ქცეულიყო ერთა მართვის მანიის კლასის ცივილიზაციური ფუნქციის ლეგალური ინსტიტუციონალიზაციის ბაზისად, როგორც პირველი მცდელობა მართვის მანიის კლასის ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის მოდუსით ინსტიტუციური თვითრეალიზაციის ფაქტის სტაბილიზაციისა (ირლანდიამ დამოუკიდებლობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაცემიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოიპოვა. ამასთანავე, ირლანდიას, მისი გეოპოლიტიკური სტატუსის გათვალისწინებით, დღესაც კი არ ძალუძს სრულფასოვნად შეცვლა საქართველოსი).
“მარტის მამალი” უშუალოდ გაგრძელებაა “რკინის თეატრის” თემისა, რასაც მიანიშნებს ის, რომ მასში მოქმედება იწყება წინამორბედში მთავარ მოქმედებათა არედ წარმოდგენილი ქალაქის იდენტური დასახელების მქონე ქალაქში – ბათუმში, სადაც მთავარი გმირის, ნიკოს, ერთდროს ახოვანი, მამა მძიმედ ავადდება, თავად მას კი დედ-მამის გარეშე, სიღნაღში უწევს ხიზნად ცხოვრება.
ამ ორი ნაწარმოების ამგვარი დაკავშირებით იკითხება ის აზრი, რომ, თუ ერი საკუთარი ძალისხმევით არ აჰყვება დროის მოთხოვნას (არ დასძლევს “რკინის თეატრის” ბათუმის საზოგადოების ყოფით განსახიერებულ, არაპირდაპირი თვითგამოხატვის - ნიღბებით თამაშის ჩვევას), მაშინ გარეგანი გარემოებები გამოდევნიან მას ჩვევული მდგომარეობიდან. ეს აზრი ნაკარნახევია საბჭოეთის სივრცეში 1953 -1956 წლებში ქართველი ერის მდგომარეობის ცვლილების გამოცდილებით, როცა მან სიტუაციაზე კონტროლი სრულიად დაკარგა და, ადრე დომინანტის როლს შეჩვეული, დევნილ ელემენტად იქცა: სტალინის სახელთან დაკავშირებული მოვლენები, მსოფლიო პროცესებზე მათი უდიდესი გავლენის მიუხედავად, მართვის მანიის არაპირდაპირი ეფექტის რეალიზაციის, ქართველი ერის არაპირდაპირი თვიოთგამოხატვის მაგალითს წარმოადგენდა. მდგომარეობის ამგვარ ცვლილებას არ შეიძლება ქართველი ერის ახალი თაობის მიერ წინა თაობის უარყოფითი შეფასება არ გამოეწვია, რასაც განასახიერებს ნიკოს დამოკიდებულება მამისადმი (ასე რომ, აქ ფსიქოანალიზისესული ფაქტორების გულვება სრულიად უსაფუძვლოა, ისევე, როგორც ამ ავტორის სხვა ნაწარმოებებში).
უნდა აღინიშნოს, რომ, ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, ოთარ ჭილაძის შემოქმედება მართვის მანიის პირდაპირი ეფექტის გამომხატველიცაა, მათ შორის, - დროის უსასრულობის პრინციპის (არც დასაბამი, არც დასასრული) შესაბამისი თხრობის სტილით (ფსიქოლოგიური ნაკადის მეთოდის ორიგინალური ვარიანტი).
სხვა ასპექტითაა წარმოდგენილი მართვის მანიის ეფექტი ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხიაში”, რომლის მთავარი თემა მართვის მანიის კლასის ერის თვითგამოხატვის ორ მოდუსს შორის არჩევანთან დაკავშირებული დილემაა: მუშნი ზარანდია განასახიერებს მართვის მანიის კლასის ერის არაპირდაპირი თვითგამოხატვის ტრადიციულ პრაქტიკას (გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთა აქტუალიზაცია, მდგრადობის კომპონენტებად თანადროულ ცივილიზაციურ ფაზათა შესაბამისი ფენომენებით), რომელსაც, ერთი მხრივ, უპირატეს ალტერნატივად წარმოაჩენდა მთელი აქამდელი ისტორიული გამოცდილება, მაგრამ, მეორე მხრივ, უკვე ნაწარმოების შექმნის ხანაში, - უპირისპირდებოდა თანამედროვეობა; მთავარი გმირი - დათა თუთაშხია კი მართვის მანიის კლასის ერის პირდაპირი თვითგამოხატვის ინიციირების მცდელობის განმსახიერებელია, რასაც უკვე მაშინ (ნაწარმოების შექმნის ხანაში) ითხოვდა მსოფლიო საზოგადოების მდგომარეობა, მაგრამ - ხელს უშლიდა იდეური უზრუნველყოფის პრობლემა, რის გამოც ბრმად მოქმედებისა და მოვლენებზე სპონტანურად რეაგირების მეტი არჩევანი არ სჩანდა.
“დათა თუთაშხიაში” მართვის მანიის კლასის ერის იდენტიფიკაციის პრობლემა ისეთი ასპექტითაა წარმოდგენილი, რომ ვერ ვიტყვით, სიუჟეტისთვის არჩეული სოციალური გარემო პირობითიაო: თვითგამოხატვის ორ მოდუსს შორის არჩევანის დილემა მარადიული პრობლემაა მართვის მანიის კლასის ერისთვის. ერის პირდაპირი და არაპირდაპირი თვითგამოხატვის პარადიგმების დაპირისპირებით განპირობებული კონფლიქტი უმთავრეს თემად შემოგვრჩა ქარველი ერის ნოოფილოგენეზის მეორე საფეხურიდანაც: კოლხი-მედეას და აიეტის სახით პერსონიფიცირებული, შესაბამისად, ქართველი ერის თვითგამოხატვის პირდაპირი და არაპირდაპირი მოდუსების კონფლიქტის ასახვამ ძველელინური (ცხრომის მანიის პარადიგმათა სათანადო) ინტერპრეტაციით მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ არგონავტიკაში ასახული მოვლენის ჭეშმარიტი მნიშვნელობის აღდგენაც ხერხდება (იხ. ავტორის - “კოლხი მედეა, როგორც ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის პერსონიფიკაცია”). იმავე დილემის უფრო დიფერენცირებულად წარმოდგენის კვალი შემორჩენილია ჰომეროსთანაც:
- “ილიადაში” პარისის სახით პერსონიფიცირებულ, მართვის მანიის პირდაპირი ეფექტის (გენდერული პარადიგმის ასპექტით) ლეგალიზაციის მცდელობას უპირისპირდება, ერთი მხრივ, მართვის მანიის კლასის ერის სოციალური გარემოს თვითშემზღუდველი რეაქცია, პერსონიფიცირებული კასანდრას სახით, მეორე მხრივ კი, - მართვის მანიის არაპირდაპირი ეფექტების ალტერნატიული რეალიზაციები, პერსონიფიცირებულნი აქილევსის, ოდისევსისა და, თვით, ჰექტორის სახით; ხოლო აქილევსის და ჰექტორის ურთიერთდაპირისპირება მართვის მანიის არაპირდაპირი ეფექტის ალტერნატიული (აქ, მართვის მანიის პირდაპირი ეფექტის რეალიზაციის პრეცედენტისადმი დამოკიდებულების მიხედვით განსხვავებული: შესაბამისად, აგრესიული – მდგრადობის კომპონენტის ინტერესებს დაქვემდებარებული, და არააგრესიული – მდგრადობის კომპონენტის ინტერესებისადმი დაუქვემდებარებელი) რეალიზაციების კონფლიქტიის ასახვაა;
- “ოდისეაში” კი იკითხება იმ სიძნელის კვალი, რომელიც ელის მართვის მანიის კლასის ერს მართვის მანიის არაპირდაპირი ეფექტის რეალიზაციის ფაქტის (ტრადიციის) მისივე თვისებრივ ტრანსფორმაციაში გადაზრდის არდაშვებისა და პირდაპირი თვითგამოხატვის მდგომარეობისკენ შემობრუნების მცდელობაში. მართვის მანიის არაპირდაპირი ეფექტის რეალიზაციაში მართვის მანიის პირდაპირი ეფექტის რეალიზაციის მცდელობისადმი დამოკიდებულების ყოველ, დასახელებულ ასპექტი წარმოდგენილია “დათა თუთაშხიაში” მუშნი ზარანდიას პერსონაჟით.
სხვათა შორის, ის ცნობილი ფაქტი, რომ, სწორედ, “ოდისეა” (და არა “არგონავტიკა” ან “ილიადა”, როგორც ქართველი ავტორების შემთხვევაში) გახდა წყარო ირლანდიელი ერის პოლიტიკური თვითგამორკვევის კულმინაციურ ეტაპზე შექმნილ, ამ აქტის შემამზადებელ ეტაპზე ირლანდიელი ერის თვითიდენტიფიკაციის მცდელობის ამსახველ, ჯეიმზ ჯოისის ნაწარმოებისა -“ულისე”, მეტყველებს იმის შესახებ, რომ ირლანდიელი ერი პირდაპირი თვითგამოხატვის (მართვის მანიის პირდაპირი ეფექტის რეალიზაციის) ისტორიული გამოცდილებით ან ამის ხსოვნით ჩამორჩებოდა ქართველ ერს. მაგრამ, ამასთანავე, უნდა შევნიშნოთ, რომ არც ის ისტორიული გამოცდილება და საამისო მეხსიერება, რაც მართვის მანიის პირდაპირი ეფექტის რეალიზაციის ასპექტით ქართველ ერს ჰქონდა, არ აღმოჩნდა საკმარისი ეპოქის მთავარი მოთხოვნის ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დასრულებამდე დასაკმაყოფილებლად:
- ყოფიერების მართვის მანიის ეფექტის სათანადო მოდუსის ამსახველი არაერთი ბრწყინვალე სახასიათო პერსონაჟი მოგვცა ქართულმა თეატრამა, კინომ თუ მხატვრულმა ლიტერატურამ (მათ შორის, ანა კალანდაძის, რევაზ გაბრიაძის, გურამ დიჩანაშვილის, რევაზ ინანიშვილის და სხვათა მემკვიდრეობა) და ხელოვნების სხვა დარგებმა (მაგ., მაცი ხორავასეული კომპოზიციის პრინციპი მხატვრობაში), მაგრამ ხელოვნების სფეროს მაღალი მიღწევები სათანადო სამეცნიერო შემადგენელის გარეშე, არ იყო საკმარისი ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის მოდუსით ქართველი ერის იდენტიფიკაციის პრობლემის დასაძლევად.
ამ დანაკლისის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ეგეოსური ცივილიზაციის მორიგ, მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის საწყის ეტაპზე ქართველი ერის პოლიტიკურ აქტიურობას ძნელია მოჰყოლოდა კონსტრუქციული შედეგი. ასეთ ვითარებაში მოქმედება-უმოქმედობის დილემის სიმწვავეა მთავარი თემა ოთარ ჭილაძის ბოლო ორი ნაწარმოებისა - “აველუმი” (1995 წ.) და “გოდორი” (2003 წ.), რომლებიც ქრონოლოგიურად, სწორედ, ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზას (1988 – 2007 წწ.) ეკუთვნიან.
ისტორიული სიტუაციის იდენტიფიკაციის მეცნიერული საფუძვლის არარსებობის პირობებში უმოქმედობის (დროის მოგების) არჩევანის - “აველუმის” მთავარი გმირის პოზიცია - უპირატესობის (გამართლებულობის) საჩვენებლად საუკეთესო ისტორიული სიტუაციას წარმოადგენდა 1989 წლის 9 აპრილის თბილისურ ინციდენტთან დაკავშირებული მოვლენები, რაც ამ ნაწარმოების სიუჟეტის საფუძველია. ”გოდორის” მთავრი თემა კი, სწორედ, ამ პოზიციის ვერ შენარჩუნების (დაუსაბუთებელ მოქმედებათა ნაკადში ჩაფლობის) შემთხვევის შესაძლო კატასტროფულ შედეგებს ასახავს: რაჟდენ კაშელის პერსონაჟით განსახიერებულ, წარსულის ინერციის დამანგრეველი გავლენის დათრგუნვა (მოქმედების ახალი მოდუსის შემუშავება) შეუძლებელი აღმოჩნდა მაშინდელ ვითარებაში (მამა შვილს საარსებო ფუნქციას და სივრცეს არ უტოვებს); იგულისხმება რომ, სწორედ, ესაა ამ ნაწარმოების მთავარი გმირით – ანტონი - პერსონიფიცირებულ, თვთგანადგურების ტენდენციის გენერაციის საფუძვლი ქართული საზოგადოებაში, რასაც ავტორი ეთნიკურ კონფლიქტებად სახელდებულ პროცესებში მის ჩათრევაში ხედავს. ანტონის დაღუპვა დაუსაბითებელი მოქმედების ინერციის მილევის გარდაუვალობის სიმბოლოოცაა.
სამწუხაროდ, ბრმად მოქმედებისგან თავშეკავებისკენ ეს მოწოდება ვერ იქნა და ვერც იქნებოდა შესმენილი, რადგან ორივე ეს ნაწარმოები (“აველუმი” და “გოდორი”), სწორედ, იმ მოვლენების (1989 – 1994 წწ.) შემდეგ გამოქვეყნდა, რომელთა დაუშვებლობის შესახებაც მოგვიწოდებენ. ასე რომ, ისინი იმ მოვლენათაგან შეძენილი გამოცდილების დაფიქსირების მცდელობად წარმოგვიდგებიან.
*
ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, უნდა ითქვას, რომ ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორაგი ეფექტის ფაზის დასაწყისი მაინც აღინიშნა მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ტენდენციითაც: აკაკი ბაქრაძის პუბლიცისტიკის, მისი და მერაბ მამარდაშვილის რეგულარული საჯარო ლექციების უაღრესი პოპულარობა ერის თვითიდენტიფიკაციისთვის შემეცნებითი ძალისხმევის მასობრივ პროცესად გადაქცევის ტენდენციაზე მიანიშნებდა, რასაც პოლიტიკის სფეროში სამოქმედოდ მეცნიერული საფუძვლის მომზადება შეიძლებოდა მოეტანა.
1988 წელს გამოიცა ნოდარ ნათაძის ნაშრომი - “ერი და ეროვნული კულტურა” (მეორედ გამოიცა 1990 წელს, თ. ბუაჩიძის რედაქციით). მასში, სისტემური მიდგომის პოზიციისთვის, მნიშვნელოვანია კაცობრიობის თვითორგანიზაციის მოვლენაში ერის საშუალედო რგოლად წარმოდგენა, რაც შეიძლება შემდეგი სახით გადმოვცეთ: ერები კაცობრიობის კონკრეტული, ისტორიული ნაწილებია, რომლთა წევრობაც კაცობრიობის პირისპირ პირადი მნიშვნელოვნობის დაფიქსირების მოთხოვნით ნაკარნახევი, პიროვნული არჩევანის საკითხია. მაგრამ ასეთი დეფინიციით ერებს შორის განსხვავება შემთხვევითია და არა კანონზომიერებას დაქვემდებარებული. საზოგადოდ შეიძლება ითქვას, რომ ეს პოზიცია ბიჰევიორისტული მიდგომის გავლენის გამომხატულებაა. იმ ეტაპზე შეუმჩნეველი დარჩა დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის შესაძლებლობები, რის გარეშეც შეუძლებელია, რომ ერის დეფინიციის პრობლემა გადაიჭრას.
უნდა აღინიშნოს, რომ დიმიტრი უზნაძის გაბწყობის თეორიის შესაძლებლობების ვერშემჩნევა განაპირობა თვითონ მისმა შინაარსმა: ის, როგორც ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის პროდუქტი, ფუნდამენტური, მართვის მანიის ეფექტის გამომხატველი ასპექტის გარდა (რასაც პასუხობს განწყობის სუბიექტის სიმთელის მომენტის მოდუსად განსაზღვრა), შეიცავს ძლევის მანიის კასტური ეფექტის გამომხატველ ასპექტსაც (რაც წარმოდგენილია განწყობის დეფინიციის დამატებითი ასპექტით: განწყობა – სუბიექტის შინაგანი მოთხოვნილებისა და გარემოში მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობის უზრუნველმყოფელი პირობების შეპირაპირების ეფექტი), რაც მას უნივერსალურობას ანიჭებს (ორი ფსიქიკური სტიქიის ეფექტით შესაძლებელია სხვა ორის ეფექტების ინტერპრეტაციაც. სხვათაშორის, უზნაძის თეორიის ამ მომენტმა გადაარჩინა ფსიქოლოგიის ქართული სკოლა ლიკვიდაციას ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ გაჩაღებული დევნის პირობებში). დიმიტრი უზნაძის ერთ-ერთმა უკანასკნელმა უშუალო მოწაფემ, შოთა ნადირაშვილმა, უკვე, ეგეოსური ცივილიზაციის მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის გავლენით, გააღრმავა, სწორედ, ძლევის მანიის კასტური ეფექტის გამომხატველ ასპექტი უზნაძის განწყობის თეორიაში: სუბიექტის შინაგანი მოთხოვნილებისა და გარემო პირობების ფაქტორს დაუმატა მესამე კომპონენტი – ქცევის მზა პროგრამები. ამ შედეგებს ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის დასრულების შემდეგ გავეცანი (შ. ნადირაშვილი, “განწყობის ანტროპული თეორია”, 2002წ.), წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ ვერ შევძლებდი უნივერსალიზმის გზიდან გადახვევას.
აკაკი ბაქრაძის “დავიწყებული იდეაში” (1988 წ.) ღიად განაცხადებული კონცეფცია, ბიზანტიზმის უარყოფის აუცილებლობის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ ბიზანტია (ქრისტიანობის ბიზანტიური მოდუსი) წარმოადგენდა ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელ ჯგუფთაგან უმთავრესის მდგრადობის კომპონენტს, შეიძლება გავიგოთ ქართველი ერის არაპირდაპირი თვითგამოხატვის ტრადიციული (ისტორიულად უპირატესი) პრაქტიკის უარყოფისკენ მოწოდებად. “დავიწყებული იდეის” მიხედვით, ამ მოწოდების საპასუხო მოვლენად არის დასახელებული ე.წ. ქართული მესიანიზმის კონცეფციის აქტუალიზაცია ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას დამსახურებით. ამ საკითხზე მათი ნააზრევი (ლექციების და პერიოდიკული პუბლიკაციების თემებად ადრე ცნობილი) მოგვიანებით, წიგნებადაც გამოიცა: გამსახურდია ზ. “საქართველოს სულიერი მისსია” (1990 წ.); კოსტავა მ. “ფიქრები საქართველოს მისიაზე” (1991 წ., ნიკო ჭავჭავაძის რედაქციით). ხოლო ზვიად გამსახურდიას სამეცნიერო ნაშრომი - “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება” (1991 წ.), ქართველი ერის ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის იდენტიფიკაციაში იმ დროის მთავარ მიღწევად უნდა დასახელდეს: ეს ნაშრომი გვკარნახობს აზრს, რომ ქრისტიანობა შეიცავს იმთავითვე საგანგებოდ დაფარულ (ეზოთერულ) ასპექტს, რომელიც არ დაიყვანება მის ცნობილ მიმდინარეობათა (მათ შორის, ბიზანტიური მართლმადიდებლობის) საიდუმლო შემადგენელზე (ღვთისმსახურების საიდუმლო ნაწილზე) და, როგორც შემდეგ ახლი მიდგომით (ნოოლოგია) კვლევის შედეგებმა აჩვენა, სწორედ, ეს კომპონენტი წარმოადგენს ქართველი ერის ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის რეალიზაციის აუცილებელ და მთავარ შემადგენელს (იმ პოზიციას, რომ ქართული ქრისტიანობის შინაარსი არ ამოიწურება ბიზანტიური მართლმადიდებლობით, როგორც სჩანს, იზიარებდა აკაკი ბაქრაძეც, რასაც მოგვიანებით გამოქვეყნებული, მისი შრომების კრებული ადასტურებს). ქრისტიანობის ეს ასპექტი აუცილებელ კონცეპტუალურ (შესაქმის საფეხუროვანი პროცესის ყოველ ეტაპზე კვლავ და კვლა აქტუალიზირებად გარემოებათა ამსახველ) ელემენტებად შეიცავს სამივე სხვა ფსიქიკური სტიქიის ეფექტებთან ასოცირებად ასპექტებს, ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის მოდუსით, რომელნიც მთავარი შემადგენლის გარეგნული საფარველის (ეგზოთერული ინსტიტუციის) როლსაც ასრულებენ; და, თუმცა ბიზანტიური ქრისტიანობაა საამისოდ საგანგებოდ ჩამოყალიბებული (კაპადოკიური წრის წვლილი), შესაძლებელია ამ როლისთვის ნებისმიერი სხვა კონფესიის, მათ შორის ისლამის, ადაპტაციაც და მართვის მანიის კლასის ერის სხვა ერთან გარეგნული კონფესიური მსგავსების უკან - თვისებრივი სხვაობის უფსკრულის გულვება. “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველების” მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ მისი ავტორი ეყრდნობოდა, არა ქრისტიანობის ხსენებული ფარული ასპექტის დასრულებულ მეცნიერულ იდენტიფიკაციას (ეს მაშინ შეუძლებელი იყო), არამედ - ინტუიციას (მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიის ეფექტის თვითგამოვლენა). ამის გამო ისლამურ ღვთისმეტყველებაზე ქრისტიანული ღვთისმეტყველების გავლენის გამოხატულებანი, რომელნიც განხილულია აღნიშნულ ნაშრომში, მან (უნდა ვიფიქროთ რომ) მიიჩნია ისეთ რამედ, რასაც ისლამის, ზემოთხსენებული, ადაპტაციური ტრანსფორმაციის მჩვენებლად დავასახელებდით (სინამდვილეში კი ყოველივე ეს, მეტწილად, ისლამის ჰეგემონიის არეებზე შემორჩენილ ქრისტიანობის ადაპტაციური რეაქციის გამომხატველი, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის ფენომენია, რომელიც ეგეოსური ცივილიზაციის მეორე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში გააძლიერმა თვით ისლამურ გარემოში განვითარებულმა, ცხრომის მანიის კასტური ეფექტის რეალიზაციამ). საფიქრებელია, რომ ზვიად გამსახურდიამ, ქართველი და რუსი ერების კონფესიურად გარეგნული მსგავსების იგნორირების შესაძლებლობის და კავკასიური სამყაროს კონსოლიდაციის ამოცანის კარნახით, სცადა, მის მიერ ისლამის ადაპტაციური ტრანსფორმაციის ტენდენციის გამოხატულებად მიჩნეული, ისტორიული მოცემულობის (მათ შორის, “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველებაში” წარმოდგენილის) რეაქტუალიზაცია, რაზეც მიანიშნებს გროზნოში მისი ყოფნისას გავრცელებული ჭორი, მისი გამაჰმადიანების შესახებ.
სწორი აღმოჩნდა ზვიად გამსახურდიას პოზიცია იმაშიც, რომ ქრისტიანობის წანამძღვრებს ეგეოსურ მითოლოგიაში (ჰერაკლესთან და, განსაკუთრებით, პრომეთესთან დაკავშირებულ მითოლოგემებში) ეძებდა: ახალი მიდგომით კვლევის (ნოოლოგიის ქართული სკოლის) შედეგების მიხედვით, ძველი აღთქმის ტექსტების კანონიზაცია - კაპადოკიური წრის ღვაწლის ნაყოფი – არის ელემენტი ქრისტიანობის ფორმის მანიის კასტური ეფექტის სათანადო ასპექტის ინსტიტუციონალიზაციისა, რაც ქრისტიანობის ამოსავალი, მართვის მანიის ეფექტის სათანადო ასპექტის გარეგან საფარველად იქცა ბიზანტიაში: ძველი აღთქმა შეიცავს ფორმის მანიის ეფექტის გამომხატველ ასპექტსაც (დომინანტური კომპონენტი), რასაც მოკლებული იყო ეგეოსური მითოსი; ამდენად, ქრისტიანობის ფორმის მანიის ეფექტის სათანადო ასპექტის ინსტიტუციონალიზაცაში, ნოოფილოგენეზის წინა, მეორე საფეხურის წარმოდგენილობის უზრუნველსაყოფად, უფრო მოსახერხებელი იყო ძველ აღთქმისეული მოცემულობის გამოყენება; ამასთანავე, ამგვარად (ჭეშმარიტი ნოოფილოგენეზური წინაისტორიის მიჩქმალვით) უფრო გაადვილდა ქრისტიანობის მართვის მანიის სათანადო ასპექტის დაფარვა.
ახალ ვითარებაში რელიგიის ინსტიტუტის ფუნქციისა და როლის (როგორც საზოგადოდ, ასევე, საკუთრივ მართვის მანიის კლასის ერის შემთხვევაში) განსაზღვრისთვის აუცილებელ, ერის კატეგორიის მეცნიერული დეფინიციის გარეშე, შეუძლებელი იყო იმის ჩვენება, რომ რელიგიის სფეროში ქართველი ერის პირდაპირი თვითგამოხატვა არ უქმნის საფრთხეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქრისტიანობის ქართულ ტრადიციას. ამდენად, ქართველი ერის პირდაპირი თვითგამოხატვის ტენდენციის გენერაციის მცდელობად იდენტიფიცირებადი ინიციატივები (გამოხატული ეკლესიაში რეფორმის აუცილებლობის შესახებ მის განცხადებებშიც) შეეჯახა საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ წარმომადგენელთა წინააღმდეგობას, რის გამოც ზვიად გამსახურდიას ახალი ფუნქციური სტატუსის სტაბილიზაცია შეუძლებელი გახდა.
ეგეოსური მითოსის შესახებ ზვიად გამსახურდიასგან მიღებული (მის ერთ-ერთ წერილში ამოკითხული) ინფორმაცია ანტიკურ ხანაში ერების კლასიფიკაციის მცდელობის შესახებ – მერკურის, ვენერას, მარსის და იუპიტერის რასებად დაყოფა კაცობრიობისა – გახდა ჩემთვის ერების კლასიფიკაციის პრინციპის ძიების საფუძველი: ამ ინფორმაციის მიღებამდე ყოველ ერს, ბიოსფეროსთან ანალოგიის განვითარებით, ნოოსფეროს უნიკალურ ელემენტად განვიხილავდი, როგორც ბიოსახეობის ნოოსფერულ ექვივალენტს (1989 წელს დასრულებული, ჩემი პირველი, გამოუცემელი მონოგრაფიის თემა. დადებითად შეაფასეს ნიკო ჭავჭავაძემ და აკაკი ბაქრაძემ). ეს კიდევ ერთი არგუმენტია ნოოლოგიის ქართული სკოლის ჩამოყალიბების წანამძღვართა შორის ზვიად გამსახურდიას მემკვიდრეობის დასახელების სასარგებლოდ.
****
ქართველი ერის პირდაპირი თვითგამოხატვის ალტერნატივის დომინანტიზაციისთვის საფუძვლების მოუმზადებლობას ადექვატურად პასუხობდა მერაბ კოსტავას პოზიცია ზვიდ გამსახურდიასთან და, საზოგადოდ, ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან (აკაკი ბაქრაძე, ნოდარ ნათაძე, ზურაბ ჭავჭავაძე . . .) ურთიერთობაში: სხვისი ინიციატივის მხარდაჭერა და ზურგის გამაგრების სტრატეგია (“ავთანდილობა”) - მართვის მანიის პირდაპირი ეფექტის სხვა ფსიქიკურ სტიქიათა (ზვიად გამსახურდიას შემთხვევაში – ფორმის მანიის) კასტური ეფექტებით შენიღბვის მცდელობად იდენტიფიცირდება.
ამგვარი მაგალითი, მერაბ კოსტავას პირადი ავტორიტეტის გათვალისწინებით, ხელს უწყობდა პოლიტიკის სფეროში აქტიურობის კატასტროფული ინტენსიფიკაციისგან თავშეკავებას (ისტორიულ ჰერეთთან დაკავშირებით არმენიელი ნაციონალისტების, ადრე ხსენებული, პროექტის უარყოფის ფაქტიც ამ ეფექტის ერთ-ერთი შედეგია) და ეროვნული მოძრაობის ფაქტობრივი ერთიანობის შენარჩუნებას (აფხაზეთის მასშტაბით იმავე როლს ასრულებდა ვლადიმერ ვეკუა). მხოლოდ მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ მოხდა ეროვნული მოძრაობის ერთიანობის დაშლა, პოლიტიკური კონფრონტაციის განვითარება, რამაც განაპირობა ქართული საზოგადოების ჩათრევა მეცნიერულად დაუსაბუთებელ მოქმედებათა ნაკადში და ერის თვითიდენტიფიკაციის პრობლემის უყურადღებოდ დატოვება.
****
ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის დასაწყისში საქართველოში არსებული ვითარების ხსენებული, კონსტრუქციული ასპექტის სტაბილიზაციას და გაღრმავებას ხელი შეუშალა მსოფლიო საზოგადოების განვითარებაში უკანასკნელი დიდმნიშვნელოვანი სიახლისადმი სათანადო რეაგირებისთვის ქართველი ერის მოუმზადებლობამ.
- 1980-იან წლების შუახანებში, მასობრივად ხელმისაწვდომი გლობალური ელექტრონული საინფორმაციო ქსელის (ინტერნეტის) ჩამოყალიბების დასაწყისით, გამოიკვეთა ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნის აქტუალიზაციის უკანასკნელი წინაპირობის დაკმაყოფილების - გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის “ინფორმაციული ცივილიზაციის” მდგომარეობაში გადასვლის ახლო პერსპექტივა, რამაც, ფაქტობრივად, ფაზათა ცვლისადმი დაუქვემდებარებელი გავლენა მიანიჭა ოთხივე თვისებრივი ტიპის ერის უწყვეტად თანაარსებობის ინსტიტუციურ უზრუნველყოფაზე გლობალურ მოთხოვნილებას. ეს ნიშნავს ოთხივე ფსიქიკური სტიქიის ეფექტების ფენომენთათვის ინიციატივის უწყვეტად გამოვლენის რესურსის არსებითად გაზრდას.
დაწყებული გარდაქმნის ეტაპზე საუკეთესო სასტარტო პოზიცია ერგო ამერიკელ ერს, რომელიც ეგეოსური ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის მიწურულს, ამ ფაზის ლიდერის სტატუსში, ფაქტობრივად, ცხრომის მანიის კლასის ერისთვის ოპტიმალიზმის დოქტრინით განსაზღვრულ პოზიციაზე იმყოფებოდა: ამერიკულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა შეაღწია ე.წ. მსოფლიო სოციალისტური სისტემის სივრცეში და ჭეშმარიტად გლობალური ფუნქციის ფაქტორად იქცა, დაიწყო ეკონემიკის საწრმოო სექტორის დიფუზიური კონცენტრაცია ფორმის მანიის კლასის ერების ლოკალიზაციის არეებზე (მათ შორის, ჩინეთში). მაგრამ, სამწუხაროდ, საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის იდეური დაუძლეველობის პირობებში, ეს გარემოება დესტრუქციული ინერციის გაძლიერების მომტანიც აღმოჩნდა: შესაძლებელი გადა ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომას ამერიკელი ერი ლიბერალიზმის პარადიგმის ძალდატანებით გავრცელების, ანუ ძლევის მანიის კასტური ეფექტის გამომხატველ პოლიტიკაზე გადასვლით გამოხმაურებოდა (მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზაში ამერიკა გავლენის არის გაფართოებისთვის ფორმის მანიის ეფექტის ინიციირებას - დიქტატირულ რეჟიმების მხარდჭერას არ თაკილობდა). საამისოდ მას, როგორც წინა ფაზის ლიდერს, დიდი რესურსი გააჩნდა და, 1990 წლიდან, ამერიკა გლობალური ჩართულობის არაერთი ომის ინიციატორად მოგვევლინა (ერაყის პირველი ომი, იუგოსლავიის ომი და ავღანეთში საბჭოთა წყობილების დამხობა).
საბჭოეთის სივრცეში ამერიკელი ერის გავლენის ზრდას ხელს უწყობდა ახალ ვითარებაში გაძლიერებულ, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოური ფენომენის წინააღმდეგობის (უმაღლესი პარტიული ნომენკლატურის ძირითადი ნაწილის პოზიციის, იანაევ-ხაზბულატოვის სახელებთან ასოცირებადი პოლიტიკური კურსის) დასაძლევად რუსი ერის მოთხოვნილება მოკავშირზე. საბჭოეთში მიმდინარე მოვლენებში ამერიკელი ერის ჩართვა, საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის ბატონობის პირობებში, ცხადია, კონსტრუქციულ შედეგს ვერ მოიტანდა და, როგორც ვნახეთ, ეს თანამშრომლობა ძლევის მანიის არაპირდაპირი ეფექტის რეალიზაციაში – რუსი ერის დისფუნქციონალიზაციის ტენდენციაში გადაიზარდა. იგულისხმება რუსი ერის გავლენის არის კუმშვის ტენდენციის სტაბილიზაცია, ე.წ. მსოფლიო სოციალისტური სისტემის ნგრევის და თავად საბჭოთა იმპერიის დაშლის კვალდაკვალ: ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირებადი პოლიტიკა საბჭოეთის სივრცეზე ცხრომის მანიის კასტური ეფექტის არაძალადობრივად გავრცელებისა (ავღანეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის განმაპირობებელი), რომელიც შეინარჩუნა და გააგრძელა ელცინის გუნდმა. მაგრამ იმავე მოვლენებმა, ამერიკელი ერის ექსპანსიის ფაქტით წარმოდგენილი, მართვის მანიის არაპირდაპირი ეფექტის რეალიზაციაც განაპირობა, რაც გადაეღობა ქართველი ერის პირდაპირი თვითგამოხატვის აქტუალობას როგორც გლობალურ ასპარეზზე, ასევე, თვით საქართველოშიც. რის გამოც ქართველი ერის არაპირდაპირი თვითგამოხატვის სამივე მოდუსს მიენიჭა განვითარების ახალი იმპულსი.
მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის ეფექტის ფენომენთ, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციაში, რაც 1988 წელს დამდგარ, მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზაში ქართველი ერის არაპირდაპირი თვითგამოხატვის უპირატეს მოდუსს წარმოადგენდა, მდგრადობის კომპონენტის როლში რუსი ერის დაფიქსირება პრობლემური გახდა: ძლევის მანიის კლასის რუსი ერი, ფორმის მანიის ეფექტის საბჭოურ ფენომენთან დაპირისპირების პირობებში, თავად იყო საბჭოეთის სივრცეზე ამერიკელი ერის გავლენის გავრცელების ხელშემწყობ ფაქტორად ქცეული. ამ პრობლემით (მდგრადობის კომპონენტის ვაკანსიით) ნაკარნახევი შესაძლებლობის გავლენით კანონიერი ქურდის ინსტიტუტიც კი დაექვემდებარა ტრანსფორმაციის (დეკრიმინალიზაცია-პოლიტიზაციის) ტენდენციას, რის პერსონიფიკაციადაც შეიძლება დასახელდეს ჯაბა იოსელიანი: გასამხედროებული პატრიოტული ორგანიზაცია - “მხედრიონი”, რომელმაც კონსტრუქციული როლი შეასრულა შიდა ქართლში ეთნოკონფლიქტის პირველი ტალღის ჩაქრობაში, კანონიერი ქურდის ინსტიტუტის ტრანსფორმაციის ორიენტირად და ალტერნატივად გამოიკვეთა.
- ქართველი ერის არაპირდაპირი თვითგამოხატვის ფორმის მანიის კასტური ეფექტის სათანადო მოდუსით რეალიზაციაში, ლიბერალიზმის პარადიგმის ძალდატანებით გავრცელების პრაქტიკის საყოველთაოდ გაბატონების პირობებში ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის აქტუალიზაციის გათვალისწინებით, უპირატესობა მიენიჭა ფორმის მანიის კასტური ეფექტის საკუთრივ რეალიზაციას. ზვიად გამსახურდიას ფუნქციური სტატუსის შესაბამისი, ეს ალტერნატივა, მისივე დამსახურებით, გასცდა საქართველოს ფარგლებს და მთელი “იბერიულ-კავკასიური” სამყაროს კონსოლიდაციის ტენდენციად იწყო ჩამოყალიბება. ეს რუსი ერის მდგომარეობის შინაარსში კუმშვის ეფექტის სტაბილიზაციას შეესაბამებოდა და უპირისპირდებოდა ამერიკელი ერის გავლენის ზრდასაც საბჭოეთის ყოფილ სივრცეზე. დინების საწინააღმდეგოდ ცურვა უწოდა ამ პოლიტიკას ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა (უფროსმა). ამ დაპირისპირებამ განაპირობა ამერიკის მესვეურების მხრიდან ედუარდ შევარდნაძის მხარდაჭერა, რაც ამ უკანასკნელის ფუნქციური სტატუსის გათვალისწინებით, ქართვლი ერის არაპირდაპირი თვითგამოხატვის ცხრომის მანიის კასტური ეფექტის სათანადო მოდუსით რეალიზაციის მხარდაჭერას ნიშნავდა. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ საქართველოში ლიბერალიზმის პარადიგმის დანერგვის მცდელობა, 2003 წელს სოლიდარული გარეგანი ჩარევით ორგანიზებულ, ე.წ. ვარდების რევოლუციამდე, არ ხასიათდებოდა ძალდატანების მომენტით, არ იყო მცდელობა ძალადატანების შინაგანი მექანიზმების ჩამოყალიბებისა და ინიციატივაც ქართული ელემენტის ხელში იყო.
- ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზაში, საქართველოში, ძლევის მანიის კასტური ეფექტის რეალიზაციის პროცესში, მაინც შეუძლებელი იყო ერთა ძლევის მანიის კლასის ლიდერთან, რუს ერთან ასოცირებისკენ (ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ალტერნატიულ რეალიზაციაში მდგრადობის კომპონენტად რუსი ერის აქტუალიზაციისკენ) მისწრაფების სრულად აღკვეთა, მით უმეტეს, რომ, ეს, ინიციატივისთვის ბრძოლის გარდა, ასევე, თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებასაც წარმოადგენდა (როგორც აღინიშნა, დამსგავსება გამიჯვნის პირობაა მართვის მანიის კლასის ერისთვის). ამ ტენდენციის პერსონიფიკაციად შეიძლება დასახელდეს თენგიზ კიტოვანი (მოგვიანებით კი – იგორ გიორგაძე). ამგვარად, ძლევის მანიის კასტური ეფექტის რეალიზაცია, ამ ფსიქიკური სტიქიის ბუნების შესაბამისად, ინტენსივობითად დანაწევრებული აღმოჩნდა: ორი პერსონიფიკაცია (იოსელიანი, კიტოვანი). მართალია ამ, მეორე ასპექტს ზვიად გამსახურდიამ დაუდო სათავე (შინაგანი ჯარის ფუნქციით “ეროვნული გვარდიის” დაფუძნება), მაგრამ ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ ფაზაში, ძლევის მანიის ეფექტის გაზრდილი აქტუალობის პირობებში, შეუძლებელი იყო ფორმის მანიის კასტური ეფექტის ფენომენისადმი დაქვემდებარებაში შენარჩუნება ძლევის მანიის ეფექტის ფენომენისა.
ქართველი ერის არაპირდაპირი თვითგამოხატვის ტრადიციის ინერციის წინააღმდეგ საზოგადო კონსტრუქციული ოპოზიციის ჩამოყალიბების ტენდენციამ, რის პერსონიფიკაციადაც შეიძლება დასახელდეს თენგიზ სიგუა – იმჟამად უმაღლეს ხელისუფლებაში ტექნოკრატიული ინტელიგენციის წარმომადგენლად იდენტიფიცირებადი ერთადერთი პირი, ვერ ჰპოვა საკმარისი გაქანება მეცნიერულად დასაბუთებული იდეური საფუძვლის არარსებობის გამო.
ამრიგად, ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის პირველ წლებში, ქართველი ერის არაპირდაპირი თვითრეალიზაციის სამივე შესაძლო მოდუსის თანაბრად აქტუალობამ, სამივე მათგანის ანაქრონულობის (მსოფლიო საზოგადოების ახალი მდგომარეობით განსაზღვრულ მთავარ მოთხოვნასთან შეუსაბამობის), ანუ სამივე მათგანის მიმართ სრულიად შეუწყნარებლობითი დამოკიდებულების გამართლებულობის პირობებში, საქართველოში, შექმნა რთული (გამოუვალი), სამმხრივი კონფლიქტის მდგომარეობა: არც ერთ მხარეს არ ეკუთვნოდა გადამწყვეტი (სისტემის მოთხოვნით განსაზღვრული) უპირატესობა და არც ერთ მათგანს არ ჰქონდა სხვა ორის წინაშე ინიციატივის დათმობის საფუძველი. ამით აიხსნება საქართველოში ურთიერთშეურიგებლობისა და დაუნდობლობის სულისკვეთების გაბატონება.
ამგვარი სამმხრივი კონფლიქტის პირობებში საქართველოს ეკონემიკის საწარმოო სექტორი (ასევე, ჯანდაცვის და განათლების სექტორები), ფორმის მანიის ეფექტის საბჭოური ფენომენისგან შემორჩენილი და, ამდენად, ქართველი ერის არაპირდაპირ თვითგამოხატვის ფორმის მანიის სათანადო მოდუსთან თავსებადი ელემენტი, ურთიერთმბძოლ მხარეთაგან ერთის (ზვიად გამსახურდიასთან ასოცირებულისთვის) - დაცვის ობიექტი, სხვა ორისთვის კი, რომელთაც დროებით ერთობლივი გამარჯვება მოიპოვეს, შეუწყნარებელი მოცემულობა გახდა, რაც გარეგანი დესტრუქციული ჩარევის გარეშეც საკმარისი იქნებოდა მისი სრული განადგურებისთვის. ინიციატივისთვის სამმხრივი ბრძოლა გახლდათ, ასევე, ერთ-ერთი მთავარი საფუძველი აფხაზეთსა და შიდა ქართლში ეთნოკონფლიქტის გაღვივებისა და, თვით, 9 აპრილის თბილისური ინციდენტისა. ამ წერილის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ, სხვა, უაღრესად ნეგატიური მნიშვნელობის ფაქტების შესახებაც იგივე ითქმის.
დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ხსენებული სამმხრივი კონფლიქტის იმ დროებითი შედეგით დასრულებას, რომელიც 1995 წელს მხედრიონის დაშლით დამყარებული მდგომარეობით დაფიქსირდა, გააჩნდა ობიექტური საფუძველი, რაც 1987 წლის შემდეგ საქართველოში დესტრუქციული ტენდენციების დიდი გაქანების ამხსნელიცაა:
- მსოფლიო საზოგადოების განვითარებაში ხსენებული სიახლის (ინფორმაციული ცივილიზაციის ნიშნების გამოკვეთის) გავლენით აქტუალიზებული, ქართველი ერის პირდაპირი თვითრეალიზაციის პრობლემა, საქართველოს იმჟამინდელი პოლიტიკური სტატუსის გათვალისწინებით, თავისუფლების საკითხთან აღმოჩნდა უშუალოდ დაკავშირებული; თავისუფლება კონსტრუქციული მახასიათებელია ცხრომის მანიის კლასის ერის შემთხვევაში, რომლის წარმომადგენლებისთვისაც, თვითრეალიზაცია თანასწორობასთან ასოცრებადი ამოსავალი (უპირობოდ მოცემული) მდგომარეობიდან დამსახურებულ თავისუფლებასთან ასოცირებადი მდგომარეობისკენ მისწრაფებაა (დამსახურებულობის მომენტი აუცილებელია), მართვის მანიის კლასის ერის წარმომადგენლებისთვის კი თვითრეალიზაცია თავისუფლებასთან ასოცირებადი ამოსავალი (უპირობოდ მოცემული) მდგომარეობიდან თანხმობასთან ასოცირებადი მდგომარეობისკენ მისწრაფებაა, უპირობო თავისუფლების მდგომარეობიდან გამოსვლას, თავისუფლების ნებელობითი დათმობას გულისხმობს; ამდენად, თავისუფლებისკენ (რომელიც მისთვის უპირობოა) მისწრაფება ქართველის შემთხვევაში კონსტრუქციული ორიენტაციის ინვერსიული ცვლილებაა (გაუკიღმართებაა) და, როგორც თანხმობასთან ასოცირებადი მდგომარეობისგან უკუქცევა, გარეგანი პირობების (გარეშემოთა ინტერესების) სრულ იგნორირებაში, დესტრუქციის აფეთქებაში შეიძლება გადაიზარდოს (რაც მოხდა კიდეც);
- ამგვარი დეზორიენტაციის შესაბამისად, ქართული ელემენტი, არა საბჭოეთის სივრცის ახალ საფუძველზე რეინტეგრაციის და ამ გზით მსოფლიო პროცესებზე ქართველი ერის მიერ გავლენის გატარების შესაძლებლობის აღდგენის გზების მაძიებელად (ამის შესაძლებლობა ჰქონდა ედუარდ შევარდნაძესაც და ზვიად გამსახურდიასაც, რასაც ყაზბეგში ბორის ელცინის ვიზიტიც ადასტურებს), არამედ საბჭოეთის დაშლის და საქართველოს თავისუფლების საკითხის გლობალური პოლიტიკის პრობლემად დაფიქსირების მცდელობის გამტარებლად მოგვევლინა, არაპირდაპირი თვითგამოხატვის სამივე მოდუსში.
შევნიშნავთ, რომ მსგავს დესტრუქციულ დეზორიენტაციას (გაუკუღმართებას) ამერიკელის (ცხრომის მანიის კლასის ერების წევრის) შემთხვევაში თავისუფლებისგან თანასწორობისკენ შემობრუნება შეესაბამება და, ამდენად 1988 წლიდან ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი ასპექტი – ლიბერალიზმის ძალდატანაბითი გავრცელებით, გლობალური გაერთგვაროვნების მცდელობა - სწორედ, ამგვარი დესტრუქციული დეზორიენტაციის გამოხატულებას წარმოადგენს; რუსის (ძლევის მანიის კლასი ერის წარმომადგენლის) შემთხვევაში დესტრუქციული ინვერსია თანასწორობისგან მოვალეობისკენ შემობრუნებაა, რაც რუსეთის თანამედროვე პოლიტიკის მთავარი ასპექტია; დაბოლოს, გერმანელის (ფორმის მანიის კლასის ერის წარმომადგენლის) შემთხვევაში დესტრუქციული ინვერსია მოვალეობისგან თანხმობისკენ შემობრუნებაშია საგულვებელი, რაც არის მთავარი ასპექტი გერმანიის საშინაო პოლიტიკისა, რასაც, ასევე, ის ევროკავშირსაც ახვევს თავს.
რომ არა პოლიტიკური პროცესების უკიდურესად გამამწვავებელი, ხსენებული გარემოებანი, რომელნიც დღემდე აგრძელებენ დესტრუქციულ მოქმედებას, ზვიად გამსახურდია პოლიტიკოსისთვის საუკეთესო ასაკში შეხვდებოდა ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დასაწყისს (2008 წ.), როცა მისი გავლენის ზრდას ქართველ ერში და მთელს “იბერიულ-კავკასიურ” სამყაროში, ძნელად თუ რამე შეაჩერებდა.
შეიძლება ითქვას მეტიც. ვფიქრობ რომ, მას, როგორც მეცნიერს და ქართველი ერის აღორძინებისთვის ორიგინალური იდეური საყრდენის მაძიებელს (არ უფრთხოდა მესიანურ მასშტაბსაც), მისი თანამედროვე წამყვანი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით (მათ შორის, იგულისხმება ედუარდ შევარდნაძეც), შეეძლო სწორად შეეფასებინა ოპტიმალიზმის დოქტრინის მნიშვნელობა, რომელიც უკვე 2001 წელს გახლდათ საბოლოო სახით ჩამოყალიბებული, და მისი ინიციირებით ახალ სტატუსში (ქართველი ერის პირდაპირი თვითრეალიზაციის პერსონიფიკაციად), გლობალურ პროცესებზე უდიდესი კონსტრუქციული გავლენის პოლიტიკურ ფიგურად მოვლენოდა თანამედროვე მსოფლიოს.
შევნიშნავ, რომ ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირების (ქართველი ერის საარსებო უფლებების საერთაშორისო ლეგიტიმაციის აუცილებელი პირობის დაკმაყოფილების) საუკეთესო გზაა, სწორედ, საქართველოდან ამის დაწყება: ერთი მხრივ, აცილებული იქნება პარადიგმული შეუთავსებლობის შემთხვევაში გარდაუვალი გაუცნობიერებელი ლიანგური (მასობრივი) წინააღმდეგობა და, მეორე მხრივ, გლობალური პოლიტიკის უმთავრეს აქტორთა საქართველოზე კონტროლის შენარჩუნებით დანიტერესებულობის გათვალისწინებით, გარანტირებულია აქ, ახალი დოქტრინის მიმდევარი გავლენიანი პოლიტიკური ძალის გამოჩენის ფაქტზე უმაღლესი დონის და დაუყოვნებელი საერთაშორისო რეაგირება.
იმედი მაქვს, რომ ნოოოლოგიური კვლევის აქ წარმოდგენილი შედეგების ბოლომდე გაცნობიერება საკმარისი პირობაა, აწ უკვე მხილებული, სამმაგი კონფლიქტის იმ ექოს აღმოსაფხვრელად, რომელიც ჯერ კიდევ იგრძნობა ჩვენს საზოგადოებაში.
25.04.2017