ბარბადოსელი ლამაზმანი - რიანა

ბარბადოსელი ლამაზმანი - რიანა

პოპ-მომღერლობის გარდა, რიანა ფოტომოდელი, დიზაინერი და ბარბადოსის საპატიო ელჩია კულტურის საკითხებში.

რიანას დედა ჩვეულებრივი ბუღალტერია, ხოლო მამა ტანსაცმლის მაღაზიაში საწყობის გამგედ მუშაობს.

რიანა დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის ფრჩხილების ფერს, მანიკიურს მას სპეციალურად დაქირავებული სპეციალისტი უკეთებს.

ბავშვობაში რიანა ეგზორციზმის რიტუალს დაესწრო საკუთარ სახლში.

რიანას ძალიან უყვარს კერძების მომზადება და უარს არც ჭურჭლის გარეცხვაზე ამბობს.

რიანა თვითონ იღებავს თმა.

რიანას თქმით, ბარბადოსზე ცხოვრების პერიოდში მას არც ერთხელ არ მოუსმენია როკ-მუსიკისთვის.

2008 წლიდან, ბარბადოსში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული, რომელიც რიანას ეძღვნება.

რიანას არ უყვარს მექსიკური, ჩინური, იაპონური და ინდური სამზარეულო. ვარსკვლავი პრაქტიკულად არ ჭამს ბოსტნეულს და ძირითადად მხოლოდ ხილით იკვებება.

„ვენუსის” ვერსიით, რიანას ყველაზე ლამაზი ფეხები აქვს.

რიანას საყვარელი ფერებია შავი და მწვანე.

საკუთარ თავს რიანა არ მიიჩნევს ლამაზად, პირიქით, ამბობს, რომ ის უშნოა.

რიანა ყველაზე ახალგაზრდა შავკანიანი მოდელია, რომელიც „ვოგის” გარეკანზე მოხვდა.