სოციალურ ქსელში ქართველი მომხმარებლები ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის სტივენ საკას მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის დასმულ შეკითხვებს ასე ასათაურებენ: “დასავლური დემოკრატიის კითხვები მიხეილ სააკაშვილს”.
სააკაშვილის მიჯირყვნა “Hard Talk”-ში – ასეთი სათაურით კი სოცილაურ ქსელ You tube -ზე ვიდეო გავრცელდა, სადაც BBC -ს გადაცემა Hard Talk -ის წამყვანი სტივენ საკა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის გუბერნატორს შემდეგი სახის მწვავე შეკითხვებს უსვამს:
1. უკრაინა ლამის მუხლებზე დაეცეს, მას ახლა, ახალი თაობის რეფორმატორი ლიდერები სჭირდება – არის კი სააკაშვილი ასეთი ლიდერი?
2. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ ხართ გუბერნატორი, სხვის ქვეყანაში და არ მგონია, უკრაინელები თქვენ თანამემამულედ აღგიქვამდნენ.
3. საინტერესოა, რატომ თქვით უარი მოქალაქეობაზე?
4. მინდა შეგახსენოთ, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ივანიშვილის სიტყვები, თქვენს დანიშვნაზე „მეცოდება უკრაინელი ხალხი“.
5. თქვენ ბევრს საუბრობთ, კორუფციის დამარცხებაზე უკრაინაში, თუმცა, თქვენს ქვეყანაში, გადანაშაულებენ სწორედ იმაში, რის დამარცხებასაც უკრაინელებს პირდებით.
6. მაშ წადით თბილისში და იმართლეთ თავი, დაამტკიცეთ თუ მართალი ხართ.
7. საქართველოს პროკურატურას, მიკერძოებულს და რუსეთის მიერ კონტროლირებულს ვერ დავარქმევთ, მათ ხომ ბრიტანელი და ევროპელი პროკურორები ჩაიყვანეს კონსულტაციებისთვის და ისე მოამზადეს ეს საქმეები?
8. თქვენივე მთავრობის, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, გადანაშაულებთ მძიმე ფაქტებში.
9. ბევრს საუბრობთ თქვენს მიღწევებზე, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ ქართველმა ხალხმა გადაგაყენათ.
10. დღეს თქვენი საუბრით, მე ვხედავ საპირისპიროს – რომ თქვენ ძალიან გინდათ დაბრუნება.
11. პოროშენკომ, არა რეფორმატორობისთვის, არამედ იმიტომ ხომ არ დაგნიშნათ, რომ პუტინთან ხართ დაპირისპირებული მწვავედ – გვახსოვს მისი მუქარაც, რომ „ერთი ადგილით დაგკიდებდათ“.
12. მიპასუხეთ პირდაპირ – თქვენს უკან ამერიკელების ფულია, არა?
13. თქვენ ხართ წითელი ფარდა, რუსული ხარის თვალებთან, ეს არის თქვენი როლი? თქვენ ხართ, მხოლოდ პროვოკაცია, რუსეთის წინააღმდეგ.
14. რაც შეეხება ოდესას, არც ისეა როგორც თქვენ აჩვენებთ პიარულად. არის აზრთა სხვადასხვაობა თქვენს საქმიანობაზე.
15. უცნაურია, როცა ამბობთ რომ ებრძვით რუსეთს და თან ტურისტებს ეპატიჟებით ოდესაში.
16. თქვენი რიტორიკა ხმამაღალი ხომ არ არის? ამ გადაცემაში, პრემიერი-მინისტრის ტონით საუბრობთ. ნუ დაგავიწყდებათ რომ მხოლოდ და მხოლოდ გუბერნატორი ხართ.
17. პრემიერობა ხომ არ გინდათ უკრაინის? ძალიან ამბიციური ხართ.
18. რატომ გამოგიშვეს გუბერნატორად, როცა თავიდან ცენტრალურ ხელისუფლებასთან იყავით ახლოს?
მიშა: მე ოფისი და ბიუროკრატია არ მიყვარს, ველზე მიყვარს ყოფნა.
19. მიპასუხეთ პირდაპირ, ობამამ და ამერიკის ადმინისტრაციამ, მიგატოვათ, არა?