"კავკაზუს ონლაინი" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესი იყო საქართველოში. ცხადია, "ნაციონალური მოძრაობა" ვერ აიტანდა მის დამოუკიდებლობას, მით უმეტეს, რომ ამ ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, მის მფლობელს ინტერნეტ-მედიის საკმაოდ გავლენიანი სეგმენტის გაკონტროლებაც შეეძლო...
ასეც მოხდა: დამფუძნებელი და მფლობელი მამია სანადირაძე დაშინებითა და შანტაჟით აიძულეს კომპანიის 80% მხოლოდ 12 მილიონად დაეთმო მაშინ, როდესაც 20%-ის მფლობელმა ინგლისელმა პარტნიორმა, თავისი წილი 35 მილიონადაც არ დათმო. მაგრამ ის ბრიტანეთის მოქალაქეა და წართმევა ვერ მოხერხდებოდა... სანადირაძე ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა.
presa.ge და itv.ge ნაციონალური მოძრაობის საკუთრება გახდა და მას შემდეგ შხამავს ქართულ ინტერნეტ-სივრცეს.
მამია სანადირაძე დღემდე უშედეგოდ ელის სამართლიანობის აღდგენას - ქართველი აბონენტების მიერ გადახდილი ყოველი ინტერნეტ-ლარი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ხაზინას ავსებს.