რატომ არ მივიდა მინისტრი დაკრძალვაზე(ვიდეო)

რატომ არ მივიდა მინისტრი დაკრძალვაზე(ვიდეო)

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვაზე არ დასწრების მიზეზებს განმარტავს. განცხადება ჯანელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში , გადაცემა "პირველ სტუდიაში" საუბრისას გააკეთა. ჯანელიძის თქმით, ცერემონიალზე არ ყოფნის მიზეზი იყო ის რომ იმ დღეს საქართველოში სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების მინისტერიალი მიმდინარეობდა. გარდა ამისა თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ 2 აპრილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არ დაკრძალულან ადამიანები, რომლებიც 2008 წელს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირნენ.

"პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს არ ყოფილა ტერიტორიული მთლიანობის მიზნით , ოპერაციებში დაღუპული სამხედროების დაკრძალვის ცერემონიალი. ეს გმირები ჩვენ დიდი ხნით ადრე ივაბარეთ მიწას. ეს იყო ცერემონიალი, რომელიც უკავშირდებოდა დნმ-ის ზუსტი დადგენისთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარებას. თუმცა ღონისძიება ჩატარდა როგორც ეკადრებოდა ჩვენი ჯარისკაცების ხსოვნას. მე მინდა გითხრათ, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამმხრივი მინისტერიალი, , რომელიც გახლდათ თურქეთ საქართველო აზერბაიჯანის მინისტრების შეხვედრა. გაიმართა შეხვედრები , როგორც სამმხრივ ასევე ორმხრივ ფორმატში.შესაბამისად ჩვენ მტელი დღის განმავლობაში ვიყავით აფსოლუტურად დაკავებულები,"-განაცხადა მინდია ჯანელიძემ.