შალვა ენუქიძე ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

შალვა ენუქიძე ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე ევროპის საბჭოს პოლიტიკურ მრჩეველთა დირექტორის მოადგილე დანიილ ხოშაბოს, პოლიტიკურ მრჩეველ მარსელ კაპის და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს ალესანდრო სავარისის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში შექმნილ ვითარებას, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ზოლში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე მდგარ გამოწვევებს.

ვიზიტისას ხაზი გაესვა სოფელ ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ეფექტურ ფუნქციონირებას და ამავე ფორმატის გალის შეხვედრების განახლების აუცილებლობას.