საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დეპუტატს შეხლა-შემოხლის დროს წყლის ბოთლი ესროლა. ბათლომე შელიას მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ საკრებულოს სხვა წევრებიც, ისმოდა გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები. დაპირისპირების მიზეზი, როგორც აღმნოჩნდა, ჯერ კიდევ გასულ ღამეს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაიწყო, სადაც გიორგი თოდუას განმარტებით, ბათლომე შელია შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენელს და თავად მას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორიგის ცენტრმა“ საკუთარი ინიციატივით პროექტში, რომელიც სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას ითვალისწინებს, ჩართო ქალაქის საკრებულო და მათ ჰქონდათ შეხვედრა. სწორედ ამ თემის საპასუხოდ სოციალურ ქსელში დაიდო როგორც გიორგი აცხადებს, პროვოკაციული კომენტარები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან. განსაკუთრებით კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბათლომე შელიას მიერ დაწერილმა სიტყვამ „დაბოდიალობენ“ აღაშფოთა. დღევანდელ სხდომაზე ბათლომე შელიამ ასევე უკმაყოფილება გამოთქვა, რომ არასამთავრობოებთან იმართება საიდუმლო შეხვედრები, რაზეც მისი ფრაქცია ინფორმირებული არ იყო. დეპუტატის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა შეხვედრა ვისი ორგანიზებით მოეწყო, რადგან დეპუტატები მის შესახებ თანაბრად არ იყვნენ ინფორმირებული და არც უკითხავთ სურდა თუ არა დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ მასში მონაწილეობის მიღება.
გიორგი თოდუამ განაცხადა, რომ „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრთან“ სათანამშრომლოდ შეირჩა იმ საკითხებზე მომუშვე კომისიის წევრები, რაზეც პროექტში მახვილდება ყურადღება.
თემაზე კომენტარი გააკეთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. გურამ ჩიხლაძის განცხადებით, მან თანამშრომლობა შესთავაზა საკრებულოს, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ვინ იქნებოდნენ ახალგაზრდებისთვის გათვლილ პროექტში ჩართული.
ამასთან ბათლომე შელიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგი თოდუასთან უკმაყოფილების მიზეზი არის კიდევ ერთი ორგანიზაცია. საუბარია „ზუგდიდის განვითარების ცენტრზე“, რომლის მიმართაც როგორც ბათლომე შელია განმარტავს საკრებულოს სპეციალურ კომისიას უსამართლო დამოკიდებულება აქვს. მისი თქმით, კომისია, რომელსაც ევალება შეისწავლოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების მსურველ ორგანიზაციათა პროექტები, მიზანიმართულად არ აფინანსებს „ზუგდიდის განვითარების ცენტრს“, რომლის ხელმძღვანელიც არის ანა წითლიძე, ასევე საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.