„მან წამოიწყო ბინძური თამაში... ვიცი, ვიცი,“- პოროშენკო-ლუკაშენკოს დიალოგი (ვიდეო)

„მან წამოიწყო ბინძური თამაში... ვიცი, ვიცი,“- პოროშენკო-ლუკაშენკოს დიალოგი (ვიდეო)

უკრაინულ მედიაში მინსკში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის შემდეგ, ბელორუსისა და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ საუბრის ვიდეო ვრცელდება, სადაც კარგად ისმის მოლაპარაკებების შედეგზე პოროშენკო-ლუკაშენკოს დიალოგი. უკრაინის პრეზიდენტი ბელორუსელ კოლეგას ეუბნება რომ მოლაპარაკება მძიმე იყო- „მან წამოიწყო უსინდისო და ბინძური თამაში“-უთხრა პოროშენკომ ლუკაშენკოს. უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი პუტინს გულისხმობდა. ვიდეოში ასევე ჩანს ლუკაშენკოს რეაქცია პოროშენკოს ამ სიტყვებზე-„ვიცი, ვიცი, მაგრამ ეს ყველამ გაიგო.“ განაცხადა ლუკაშენკომ.