ლევან იზორიამ  საკონსულტაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ლევან იზორიამ საკონსულტაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვარიანტთან დაკავშირებით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილეებმა ძალადობის პრევენციის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი განიხილეს.

ღონისძიება ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფიო ჯაფარიძემ და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ გახსნეს. ლევან იზორიამ დამსწრე საზოგადოებას ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვარიანტი წარუდგინა. სტრატეგიის სამუშაო ვარიანტის წარდგენის შემდეგ დისკუსია გაიმართა.

ძალადობის პრევენციის სამუშაო დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა, აკადემიური წრეების, გაერო-ს სააგენტოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა.