პანორამა თბილისი - 3d

პანორამა თბილისი - 3d

პროექტი წარმოადგენს მრავალფუნქციური სასტუმროების კომპლექსს. პროექტის ჯამური ინვესტიცია შეადგენს თითქმის 1 მილიარდ ლარს. მშენებლობის პერიოდში დასაქმებულთა რიცხვი 5000 კაცს მიაღწევს და ხელფასების სახით 150 მილიონ ლარზე მეტი გაიცემა. კომპლექსის ამოქმედების შემდგომ, მუდმივი სამუშაო ადგილით უზრუნველყოპილი იქნება 2000 კაცამდე.

კომპლექსში, გარდა სასტუმრო ნომრებისა, განთავსდება საკონფერენციო დარბაზები (მათ შორის ერთ-ერთი შეძლებს 1000 კაცზე მეტ სტუმარს უმასპინძლოს), სავაჭრო ფართები, პლანეტარიუმი, აკვარიუმი, ტენისის კორტები, კალათბურთის და ფეხბურთის დარბაზები, ღია და დახურული აუზები, კაფე-რესტორნები, 1500 ადგილზე გათვლილი ავტოსადგომები. მოხდება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. მოეწყობა ველოსიპედის, სარბენი და სასეირნო ბილიკები. ასევე იფუნქციონირებს ვერტმფრენის ტურები.

კომპლექსზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგვება 30000 ხე, მათ შორის 3400 ხე უკვე დარგულია.

პროექტის ფარგლებში ჩატარებულია სატრანსპორტო-საინჟინრო, ისტორიულ-არქიტექტურული, არქეოლოგიური, გარემოს დაცვითი და სხვა კვლევები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ ალბომებში. ასევე ალბომებში არის არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა. (https://www.facebook.com/pages/Old-City-Development-LLC/467750710032960)