თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კახა ოქროჯანაშვილმა 2008 წელს გმირულად დაღუპული სამხედროს, კაპრალ ივანე კვალიაშვილის ქალიშვილს ახალი წლის დადგომა მიულოცა. 6 წლის ანას საახალწლო ნატვრა შეუსრულდა. პატარას საჩუქრად iPad გადაეცა. ანამ წინასაახალწლოდ თოვლის ბაბუას წერილი მისწერა და პლანშეტი სთხოვა.
მინისტრის მოადგილემ გოგონას საჩუქრად ტკბილეული და სამახსოვრო წიგნიც გადასცა და წარმატებები უსურვა. პატარა ანამ მძიმე დაავადება - ლეიკემია დაამარცხა. ამჟამად, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. თავდაცვის უწყება მათ მხარდაჭერასა და თანადგომას მომავალშიც გააგრძელებს