დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გოჩა რატიანი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა. გოჩა რატიანი ლიცეუმის კადეტებს შეხვდა და პირველი სემესტრის წარმატებით დასრულება მიულოცა.
მინისტრის პირველ მოადგილეს ლიცეუმის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაზა კეკელიამ უმასპინძლა. გოჩა რატიანი სწავლების პროგრამას გაეცნო და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. კადეტთა ლიცეუმის ხელმძღვანელმა პირებმა მინისტრის პირველ მოადგილეს სკოლის კონცეფციის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
ვიზიტი საზეიმო კონცერტით დასრულდა. წინასაახალწლო ღონისძიებას სახმელეთო ძალების დასავლეთ სარდლობის მეთაური, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი, მესამე ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და კადეტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.