ირაკლი ალასანიამ Forbes Georgia-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. თუმცა ამ ინტერვიუს ფრაგმენტები Forbes-მა უკვე გაასაჯაროვა. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი გავლენიან გამოცემასთან ქვეყანში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანას არა ინსტიტუციები არამედ ერთი კაცი მართავს.
„იმის გამო, რომ დღეს ქვეყანას არ მართავს ინსტიტუციები და ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული სახელმწიფოებრიობის ბედის გადაწყვეტა, ამიტომ იჭიმება ყველანაირი და ყველა სახის გადაწყვეტილებები. ის რასაც სჭირდება ხუთი წუთი ანდა თუნდაც ერთი დღე ეს იჭიმება ორი თვე“,-განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით ბოლო მოვლენების განვითარებაში ძალიან ნათლად გამოჩნდა, რამდენად ჩახედულია თუნდაც ბიძინა ივანიშვილი იმ დეტალებში, რაზეც პროკურატურაც კი არ საუბრობს ასე ღრმად. „ეს კიდევ ერთი საბუთია იმის, რომ ქვეყანას ერთი კაცის ნება და არა ინსტიტუტები და კანონები მართავს. როდესაც არ არის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები პირი პრემიერ-მინისტრი , როდესაც მას აქვს ვალდებულება იმისი, რომ ყველა საკითხი შეათანხმოს კონკრეტულ ადამიანთან, ეს ქმნის ვაკუუმს. ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის არ დამაზიანებელი“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მან Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ივანიშვილთან ბოლო შეხვედრაზე ისაუბრა. ალასანია ამბობს, რომ რაც არ უნდა მოხდეს მათი პოლიტიკური გზები გაიყო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ივანიშვილის მხრიდან მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს სულმოკლე ადამიანის განცხადებებს უწოდებს. ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით კი ალასანია არ გამორიცხავს, რომ ეს იყო ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებების შეჩერების მცდელობა.