ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ინტერვიუ მისი მსვლელობისას ჩაშალა და სტუდია დატოვა. თემურ ქეცბაია Footballnews.ge-ის ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა. მან კითხვის დასრულებამდე ჟურნალისტს უთხრა: „მე თამაში მაქვს და ასეთი ინტიგნული რაღაცეებისთვის არ მცალია. მე მინდოდა დაგლაპარაკებოდი და პატივი მეცა და შენ ახლა ინტრიგა გაინტერესებს“.