"თქვენ მედია არა ხართ," - ასე მიმართა მინისტრმა სოზარ სუბარმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში წამყვანს და "რუსთავი2" კონკრეტული პრობლემების გაშუქების გამო პოლიტიკურ მხარედ მოიხსენია.
მან გაიხსენა კრიმინალური ამბების გაშუქება და პრობლემისადმი არხის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება.
"რუსთავი2" პოლიტიკური მოთამაშე იყო 9 წლის განმავლობაში. სააკაშვილის დროს მთავარი თხუთმეტი ნიუსი იყო ის, რომ როგორ ყვავის ქვყანა და ახლა მთავარი თხუთმეტი ნიუსი არის ის, რომ ქვეყანა დასასრულისკენ მიდის. ეს არის სწორედ პოლიტოკურ მხარედ ყოფნა," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან თქვა, რომ მთავრობის დამოკიდებულება მედიისადმი დღეს სამაგალითოა.
"მე მედიას რომ პატივს ვცემ, ყველგან ჩანს. შეიძლება, ზოგჯერ გამოვთქვათ საყვედური, მაგრამ ჩვენგან არანაირი ზეწოლა არ არის," - განაცხადა სუბარმა.