საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით უსუფაშვილს ე.წ. კაბელების საქმეზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ირაკლი ალასანიამ დავით უსუფაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მან შესთავაზა პარლამეტის თავმჯდომარეს აღნიშნული შესყიდვების შესახებ სრული ინფრომაციის მიწოდება პარლამენტისთვის.
„პარლამენტის თავმჯდომარესთან , როგორც იმ ორგანოს ხელმძღვანელთან, რომელიც კონტროლს უწევს აღმასრულებელ ხელისუფლებას მქონდა საუბარი თავადაცვის სამინისტროში პროკურატურის ნაბიჯების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე. ბუნებრივია, საქმის ვითარებაში გავარკვიე, მოვუტანე გარკვეული დეტალები იმის ირგვლივ თუ ამ ბოლო დღეების განმავლობაში რაზეც მუშაობს პროკურატურა და რაზეც საზოგადოება საქმის კურსშია. ჩვენ გავაცანით ასევე ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები . და მთავარი, რაც მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მოსაზრება შევთავაზე პარლამენტის თავმჯდომარეს. თუკი პარლამენტი დაინტერესდება აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ამ წლის დასაწყისში ჩვენ კანონის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს უკვე თავდაცვის და უშიშროების კომიტეტისთვის და თუ კი სურვილი იქნება პარლამენტის, ან კომიტეტის, ან პარლამენტარების მხრიდან თავდაცვის სამინისტრო სრულად არის მზად ითანაშრომლოს ამ საქმის ირგვლივ უფრო მეტი სიცხადის შეტანაში პარლამენტთან“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
1415
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85