პატრიარქმა 112-ის დეპარტამენტის თანამშრომლები დალოცა

პატრიარქმა 112-ის დეპარტამენტის თანამშრომლები დალოცა

სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო წირვაზე, ლოცვისა და ქადაგების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის თანამშრომლები დალოცა.

საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო წირვა-ლოცვას 112-ის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი და დეპარტამენტის თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ.