გიორგი მარგველაშვილი უფრო დამოუკიდებელი და შეუპოვარი გახდა.- ეს ფრაზა ფორბსის ჟურნალისტს ეკუთვნის. როგორც კატია სოლდაკი წერს, შესაძლოა, ქართული პოლიტიკა ამჟამად ამერიკის რადარებზე არ ჩანს, მაგრამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში პოლიტიკური ცხოვრება აქტიური და დასავლეთისკენ ორიენტირებულია. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, არ შეუერთდა ყირიმის ანექსიის გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული ჟურნალისტს ეჭვები უჩნდება საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით, რადგან მიუხედავად ქვეყნის ევროპული კურსისა პრეზიდენტი ფორბს ჯორჯიასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ის საქართველო-რუსეთის ურთიერთობის აღდგენის იდეისადმი ლოიალური რჩება.