დღეს მოგიყვებით სკანდალურ ისტორიას იმის შესახებ, როგორ განაგრძობენ ძველი, ნაციონალებისდროინდელი მეთოდებით მუშაობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში. ეს ამბავი ერთ-ერთ ბიზნესმენს, გელა გურულს და მის სამშენებლო კომპანიას ეხება. ფინანსურმა პოლიციამ მისი კომპანიის შემოწმება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე დარღვევა ვერ აღმოაჩინეს, საბოლოოდ კი დაკითვაზე მისულ გელა გურულს უთხრეს- რომ მას სარჩელი უნდა გამოეტანა სასამართლოდან.
ცოტა ხნის წინ ბიზნესმენმა სასამართლოში დავა მოიგო გიორგი კაპანაძის , იგივე რიჟას და ილია კოკაიას წინააღმდეგ. კაპანაძე კი გიგი უგულავას საქმეში მთავარი მოწმეა. საგამოძიებო უწყებაში ბიზნესმენს უთხრეს, თუ ამ ადამიანების წინააღდმეგ დავას არ შეწყვეტს, მას დიდი ხნით ციხეში გამომაწყვდევენ.