ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 48-ე შეხვედრა გაიმართა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 48-ე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 48-ე შეხვედრას დაესწრნენ. ქართულმა მხარემ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სკოლის მოსწავლეების ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების და ასევე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების უკანონოდ გავლების საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მიმდებარე სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაციის და ახალგორის მიმართულებით გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 21 ოქტომბერს გაიმართება.