შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად 1984 წელს დაბადებული გიორგი ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, ერთი მჭიდითა და 8 ვაზნით ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).