შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია მოლდოვის რესპუბლიკის პოლიციას ეწვია

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია მოლდოვის რესპუბლიკის პოლიციას ეწვია

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრის უფროსი ლევან ჩიკვაიძე მოლდოველ კოლეგებს ქალაქ კიშინიოვში ეწვივნენ. ოფიციალური შეხვედრების დროს ქართულ დელეგაციას მასპინძლობდა მოლდოვის რესპუბლიკის პოლიციის გენერალური ინსპექტორატის უფროსი იონ ბოდრუგი, ეროვნული საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ვადიმ რაილეანი და საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრის უფროსი ფრედოლინ ლეკარი.
ვიზიტის მიზანია ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკული დანაშაულისა და საერთაშორისო ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.