ვახტანგ გომელაურმა კარალეთის სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ბაზას ეწვია

ვახტანგ გომელაურმა კარალეთის სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ბაზას ეწვია

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურმა კარალეთის სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ბაზას ეწვია. ვახტანგ გომელაურმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ შსს-ს თანამშრომელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი დაიღუპა.

კარალეთიდან მინისტრის მოადგილე შინდისში გაემგზავრა, სადაც აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 ჯარისკაცის ახლადგახსნილი მემორიალი დაათვალიერა და გვირგვინით შეამკო. მემორიალი შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების ინიციატივითა და სახსრებით გაიხსნა.