,,მწვანეთა პარტიის’’ გია გაჩეჩილაძის ინფომრაციით არდაგანის ოლქის მოსახლეობის „მწვანეთა პარტიის" ოფისში ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თურქეთი კვლავ აპირებს მდ. მტკვარის გადაკეტვას თურქეთ-საქართველოს საზღვართან.
გია გაჩეჩილაძე საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის ხელისუფლებებს, ევროკომისიას, ევროპარლამენტს და „გაეროს" შესაბამის სტრუქტურებს მიმართავს არ დაუშვან მსგავსი პროექტის განხორციელება, რადგან გარდა ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემისა, ხელოვნურად შქმნილმა წყლის დეფიციტმა შესაძლოა სახელმწიფოთაშორისი დაძაბულობა გამოიწვიოს.