უკრაინის უშიშროების საბჭო ავიალაინერის ჩამოგდების შესახებ ტერორისტების საუბარს ავრცელებს(VIDEO)

უკრაინის უშიშროების საბჭო ავიალაინერის ჩამოგდების შესახებ ტერორისტების საუბარს ავრცელებს(VIDEO)

უკრაინის უშიშროების საბჭო ტერორისტების საუბარს აქვეყნებს, სადაც რუსულად მოსაუბრე პიროვნებები „ბოინგ 777"-ის ჩამოგდების შესახებ საუბრობენ.

ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის მალაიზიური "ბოინგი" უკრაინის ტერიტორიაზე რადარებიდან გაქრა, რომელიც ასრულებდა რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპური.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელის განცხადებით  აღნიშნული თვითმფრინავის ჩამოსაგდებად, სულ მცირე "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო დანადგარია აუცილებელი, რაც მისი თქმით, სეპარატისტებს არ გააჩნიათ. ამდენად, ანონიმური წყაროს განმარტებით, აღნიშნული დანადგარიდან გასროლა რუსეთის ტერიტორიიდან შეიძლება იყოს განხორციელებული.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში დღეს საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა.