იდეური ომის გენდერული ასპექტი

იდეური ომის გენდერული ასპექტი

დღეს დასავლური სამყარო ჩვენგან ე.წ. სქესობრივ უმცირესობათა სტატუსის ლეგალიზაციას, ამ საკითხში სრულ სოლიდარობას მოითხოვს. ეს მოთხოვნა, მისი ინიციატორების და მხარდამჭერების მიერ, ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებად მოაზრებული, სინამდვილეში, თავად წარმოადგენს მეტად მძიმე ძალდატანების გამოხატულებას. ხსენებული მოხოვნის დაკმაყოფილება ვერასოდეს ვერ შეიძენს კონსტრუქციულ მნიშვნელობას ქართული საზოგადოებისთვის და, ამდენად, მსოფლიო საზოგადოებაში მისი როლის გათვალისწინებით,  - ვერც მსოფლიოსთვის. ამ დებულების დასაბუთება დაგვეხმარება დასახელებულ საკითხზე ოპტიმალური პოზიციის გამომუშავებაში.

დღეს დედამიწის ნოოსფეროს განვითარების კრიტიკულ მომენტს განიცდის: მსოფლიო საზოგადოება მოქცეულია გლობალიზებულ ეგეოსურ ცივილიზაციაში, რომელმაც მიაღწია ერთა ოთხივე თვისებრივი ტიპის წარმომადგენელთა სინქრონული თანაარსებობის ინსტიტუციური უზრუნველყოფის აუცულებლობის მდგომარეობას (იხ. ავტორის წერილი  - "ოპტიმალიზმი: ქართული ეროვნული იდეა, გლობალიზმის იმპერატიული პარადიგმა"). ეს ნიშნავს პიროვნების თვითრეალიზაციის ყველა სფეროში, მათ შორის, პიროვნების სქესობრივი თვითრეალიზაციის ანუ გენდერის საკითხზე, ოთხი ერთმანეთზე დაუყვანადი პარადიგმის თანაბარ აქტუალურობას. ჯერჯერობით ეს გარემოება არ არის ასახული წამყვან გეოპოლიტიკურ სუბიექტთა სტრატეგიებსა და სამოქმედო დოქტრინებში. ამის შედეგია ის, რომ მსოფლიოს პოლიტიკური სტაბილიზაციის პირობად მსოფლიოს კულტურიული გაერთგვაროვნების, ღირებულებათა სისტემის გლობალური უნიფიცირების მიღწევა იგულისხმება.

გაერთგვაროვნების ორიენტირად, გარკვეულ გარემოებათა გავლენით, დაწინაურებულია ცხრომის მანიის კლასის ერთა სათანადო ღირებულებათა სისტემა  - ლიბერალიზმის დოქტრინა. გლობალური მასშტაბის პროცესების ამ ასპექტის მომხრე-მამოძრავებელ ძალებს  - ცხრომის მანიის კლასის ერების და ცხრომის მანიის კასტური ეფექტის ფენომენების კონგლომერატს  - ვუწოდებთ ლიბერალ-გლობალისტურ ფრონტს. საქართველოში ე.წ. სქესობრივი უმცირესობათა სტატუსის ლეგალიზაციის მცდელობა, სწორედ, ამ მხრიდან შემოტევის გამომხატველია.

საქმე ისაა, რომ ე.წ. არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის ფენომენი, ცხრომის მანიის ფსიქიკური სტიქიის სათანადო სქესობრივი ქცევის პარადიგმის კერძო ასპექტს წარმოადგენს, რომელიც სხვა სამი ფსიქიკური სტიქიისთვის, ერთა სხვა სამი თვისებრივი ტიპის წარმომადგენლებისთვის თანაბრად მიუღებელია, თუმცა კი, სხვადასხვა არგუმენტების საფუძველზე. ამდენად, უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ ამის გამო გახდა ე.წ. სქესობრივ უმცირესობათა საკითხი, მათი თვისებრივი ტრანსფორმაციისადმი, ერთა სამი სხვა თვისებრივი ტიპის წარმომადგენელთა წინააღმდეგობის ინტენსივობის შეფასების, ლიბერალისტური სტანდარტით მსოფლიოს კულტურული უნიფიკაციის პროცესში მიღწეული წარმატების უნივერსალური ინდიკატორი. აღნიშნული ფენომენის საყოველთაოდ ლეგალიზაციისკენ მისწრაფებაც, არის იდეური ომის გამოხატულება, რომელიც სრულ შეასბამისობაშია, სრულად ახსნადია ცხრომის მანიის ფსიქიკური სტიქიის მახასიათებლების საფუძველზე: თავისუფლების კატეგორიის პრიმატი, ამ ფსიქიკური სტიქიის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი, გამორიცხავს პიროვნების, მისი ქცევის თუ მდგომარეობის იდენტიფიკაციას, მის მიერ ამის შესახებ ოფიციალურად განცხადებამდე  - ე.ი. იგულისხმება, რომ, უკიდურესი თვალსაჩინოების პირობებშიც კი, ფაქტი არაა შემდგარი თუ ის არ შეიცავს მისი შედგომის შესახებ ლეგიტიმურ განცხადებას.

ახლა შეიძლება დავაკონკრეტოთ ე.წ. სქესობრივი უმცირესობათა ფენომენის ცხრომის მანიის ფსიქიკურ სტიქიასთან კავშირის შინაარსი, ერთა ცხრომის მანიის კლასის სათანადო ღირებულებათა სისტემაში მისი ადგილი..

ცხრომის მანიის ფსიქიკური სტიქიის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებლის, “ნაწილის პირველადობის პრინციპის” (მთელის მეორეულობის აღიარება ნაწილის მიმართ, ნაწილთა ურთიერთთვითშეერთების პასიურ შედეგად მისი წარმოდგენა) მიხედვით, პიროვნება, როგორც მთელი, მისი პოტენციების, როგორც მის მიმართ პირველადი ონტოლოგიური საწყისების შეკავშირების ლოკალურ და წარმავალ პროდუქტად წარმოიდგინება. ე.ი. იგულისხმება, რომ არა პიროვნება ეწევა თვითრეალიზაციას მისი პოტენციების აქტუალიზაციით, არამედ თავად პიროვნებაა ამ საწყისთა (მის ფენომენში გამოვლენილ პოტენციათა) აქტუალიზაციის ლოკალური და კერძო ფენომენური გამოვლინება და, რაკი, ასეთ საწყისთაგანებად მოიაზრებიან მდედრობითი და მამრობითი სქესებიც (გინდ ნოოსფერულ და გინდ ბიოსფერულ ფაქტორად წარმოდგენილნი), გამოდის, რომ, ცხრომის მანიის სათანადო პარადიგმის მიხედვით, სქესობრივი საწყისების აქტუალიზაცია შესაძლებელია პიროვნებთა (მის მიმართ მეორად ფენომენთა) ნებისმიერ, მათ შორის, ბიოლოგიური სქესის მიხედვით ერთგვაროვან სიმრავლეზეც და  - მით უფრო სრულად, რაც უფრო მეტი იქნება თანამოქმედ პირთა რაოდენობა. ამრიგად, ცხრომის მანიის ეფქტის რეალიზაციის გამოხატულებად, სქესობრივ საწყისთა აქტუალიზაცია დაშვებულია ორივე სქესის, ან ერთი სქესის მაინც, ერთზე მეტი პიროვნების თუ სხვა სახის ინდივიდების თანამონაწილეობით რეალიზებულ სქესობრივ ქმედებად; ეს ნიშნავს იმას, რომ, ცხრომის მანიის კლასის ერების კულტურებში დაშვებულია ბისექსუალიზმიც, ჰომოსექსუალიზმიც და, საზოგადოდ, ე.წ. არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის ყოველგვარი მოდუსი. ნებისმიერი შემადგენლობის ინდივიდთა სიმრავლის ერთ კოლექტიურ სუბიექტად გაერთიანების შესაძლებლობას უზრუნველყოფს ცხრომის მანიის იგივე მახასიათებელი  - “ნაწილის პირველადობის პრინციპი”.

ცხრომის მანიის ფსიქიკური სტიქიის პოზიციიდან, ანუ თვით ცხრომის მანიის კლასის ერების შიგნით, ამგვარ მიდგომის მიმართ წინააღმდეგობის ერთადერთი რესურსია, ნაცვლად ორი სქესობრივი საწყისისა (მდედრობითი და მამრობითი), ერთი სქესობრივი საწყისის არსებობის აღიარება (პოსტულირება). ეს ნიშნავს ინდივიდის სქესის სქესობრივი საწყისის მხოლოდ ფენომენურ რეალიზაციად მიჩნევას, მდედრობითი და მამრობითი სქესების შედგენილ მოვლენებად (სქესობრივი საწყისის ინდივიდის დამფუძნებელ სხვა საწყისებთან  - ძლიერება, სამართლიანობა, სილამაზე, სათნოება და ა.შ.  - შეერთების კონკრეტულ შედეგად) წარმოდგენას. ამ პოზიციიდან გამომდინარეობს სქესობრივი ქცევის ჰეტეროსექსუალური მოდელი. ამდენად, ე.წ. არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის წინააღმდეგ გამოსვლა ცხრომის მანიის კლასის ერისთვის ვერ ჩაითვლება გარეგანი გავლენის გამოხატულებად. ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ. სქესობრივ უმცირესობათა საკითხის გადაწყვეტაში, ცხრომის მანიის კლასის ერებსაც კი აქვთ არჩევანი. ამ თვისებრივი ტიპის ერებში ორივე პოზიციის თანაარსებობაცაა შესაძლებელი, მათთვის დამახასიათებელ "თავისუფლების კატეგორიის პრომატის" საფუძველზე.

ის გარემოება, რომ ე.წ. არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის ფენომენი დაკავშირებულია ცხრომის მანიის სათანადო სქესობრივი ქცევის პარადიგმასთან, საკმარისია ფორმის მანიის კლასის ერისთვის ამ ფენომენის მიუღებლობის დასამტკიცებლად, მაგრამ არ არის საკმარისი მართვის მანიის კლასის ერის შემთხვევაში იმავე დასკვნის გამოსატანად.

საქმე ისაა, რომ მართვის მანიის კლასის ერი სარგებლობს, მანიპულირებს სხვა თვისებრივი ტიპის ერების მახასიათებელი ფენომენებით, მისი გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების ფორმირებისთვის, მისი ინსტიტუციური თვითორგანიზაცის მთავარი რესურსის აქტუალიზაციისთვის. ამის გამო ქართულ სინამდვილეში შეიძლება სამივე სხვა თვისებრივი ტიპის ერთა მახასიათებელი ინსტიტუტების გადმოღების, იმიტაციის გარეგნულ გამოხატულებებს წავაწყდეთ, მათ შორის, სქესთა ურთიერთობის სფეროში. მაგრამ ე.წ. არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის ფენომენი არის ის იშვიათი გამონაკლისი, რომლის გამოყენება ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ინიციირებისთვის მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენის აქტუალიზაციის შემთხვევაშიც დაუშვებელია.

მართვის მანიის ფსიქიკური სტიქიისერთ-ერთი ძირითადი მახასიათებლი  -“განსხვავების საფუძველზე ერთობის პრინციპი”  - ადამიანის შემთხვევაში სქესობრივი სხვაობის ბიოლოგიური ნიშნების ვიზუალურად მკვეთრაღქმადობის საფუძველზე, განსხვავებული სქესის პიროვნებათა ურთიერთობის გადამეტფასების, მოურთიერთობე თუ დამსწრე პიროვნებათა მიერ სიტუაციის არაადექვატური აღქმის და, შედეგად, მკვეთრი ფსიქოლოგიური დისკომფორტის განმაპირობებელია. ამგვარი დისკომფორტის არიდების მცდელობა, მართვის მანიის კლასის ერის წარმომდგენ საზოგადოებაში, სქესის ბიოლოგიური ფუნქციის ნიველირების ჯგუფების ფორმირების ტენდენციაში აისახება, მათ შორის, გარკვეული სოციალური ინსტიტუტების სათანადოდ რეიდენტიფიკაციით, როგორიცაა, ქართული ტრადიციის მიხედვით, მაგალითად: ნათელმირონობა, ბიძაშვილ-დეიდაშვილ-მამიდაშვილობა, ძუძუმტეობა, შვიდი თავის პრინციპით შემოსაზღვრული ნათესაობა, თემის წევრობა, მეზობლობა, მეგობრის დედ-მამის შვილობა, თანაკლასელობა და ა.შ.

აღნიშნული სახის დისკომფორტი ერთი სქესის პიროვნებათა ურთიერთობაში შეუძლებელია განვითარდეს (ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე და თვალსაჩინო გარეგნული სხვაობა არ არის), ამდენად, მართვის მანიის კლასის ერში ერთი სქესის პიროვნებათა სიმრავლეები ისახება ფსიქოლოგიური კომფორტის ჯგუფებად: ორი პიროვნების ურთიერთობა, ამგვარ ჯგუფებში, დაზღვეულია გადამეტფასებისგან, ანუ ურთიერთობის შინაარსი მოურთიერთობე და დამსწრე პიროვნებათა მიერ შეიძლება შეფასდეს ადექვატურად, ფაქტობრივი შინაარსის მიხედვით.

 

ამრიგად, მართვის მანიის კლასის ერი, როგორც საზოგადოებრივი ერთობა, ყოველდღიური ყოფის მოვლენების ასპექტში, არსებითადაა დამოკიდებული სქესის მიხედვით ერთგვაროვანი ჯგუფების არსებობაზე, აღნიშნული ფსიქოლოგიური დისკომფორტის მოხსნის მათეულ პოტენციაზე: სქესის ფუნქციის ნიველირების სხვა, ზემოთხსენებული (რეიდენტიფიცირებული) ინსტიტუტებით განსაზღვრული ჯგუფები ვერ იქნება საკმარისი პიროვნების საზოგადოებრივი აქტივობის ყოველდღიურ და, მით უფრო, სტრატეგიულ ასპარეზად; ამდენად მართვის მანიის კლასის ერის შიგნით ბისექსუალობის ან ჰომოსექსუალობის შესაძლებლობის მხოლოდ დაშვებაც კი, ანუ დაშვება იმისა, რომ მართვის მანიის კლასის ერის წევრ პიროვნებათა შორის სქესის მიხედვით ხილული იგივეობა შეიძლება სქესობრივი ფუნქციის მიხედვით სხვაობას, სქესობრივ კავშირს არ გამორიცხავდეს, გამოიწვევს ფსიქოლოგიური კომფორტის ამ, მთავარი ჯგუფების ლიკვიდაციას, მათი ფუნქციის გაუქმებას და, ამდენად, მართვის მანიის კლასის ერის საზოგადოებრივი თვითორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი რესურსის განადგურებას.

ეს არის მართვის მანიის კლასის ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის ფორმორებისთვის მდგრადობის კომპონენტად ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენის აქტუალიზაციის შემთხვევაშიც კი, ჰომოსექსუალიზმის ლეგალიზაციის რადიკალურად აკრძალულობის საფუძველი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს აკრძალვა მართვის მანიის კლასის ერის მამარობითი სქესის პიროვნებათა ჯგუფისთვის, რომლის გაერთიანება ერის სათვითრეალიზაციო აქტივობის აღმსრულებლობითი ასპექტიის განმსაზღვრელია. მართვის მანიის კლასის ერის მდედრობითი სქესის პიროვნებათ ჯგუფი ერის სათვითრეალიზაციო აქტივობის თვითიდენტიფიცირებითი ასპექტის საფუძველია, რაშიც ნაკლებია კოლექტიური შეკავშირების უნარის როლი, რადგან კრიტიკულ მომენტში ერთი ღირსეული დედაკაცი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს ერის საარსებო მოთხოვნილების ტრანსფარატორად (როგორც, მაგ.: კოლხი მედეა, წმინდა ნინო კაპადოკიელი, თამარ მეფე, ქეთევან წამებული ...).

ზემოთ ჩამოყალიბებული პოზიციის განსამტკიცებლად უნდა ვუპასუხოთ შემდეგ შეკითხვასაც: რით აიხსნება ის ფაქტი, რომ თვით ცხრომის მანიის ფსიქიკური სტიქიის დომინირების არეში  - დასავლეთევროპა-ჩრდილოეთამერიკა და ინდოეთი  - ე.წ. სქესობრივ უმცირესობათა სტატუსის ლეგალიზაციის არავითარი მცდელობა არ დაფიქსირებულა ანტიკური ხანის დასასრულიდან XX საუკუნის 60-იანი წლებამდე და, მხოლოდ, XX საუკუნის 80-იანი და 90-იანი წლების მიჯნაზე მოხდა დასავლელ ექსპერტთა გავლენიანი ჯგუფის მიერ ალტერნატიული სქესობრივი ორიენტაციის ფაქტის პიროვნების თვითგამოხატვის ნორმათა რიგში აღიარება?

პასუხად შეიძლება ითქვას, რომ ამ გარემოებას გააჩნია ფუნდამენტური ახსნა, რომელიც რამდენიმე ასპექტს შეიცავს:

1)      ანტიკურობის ხანა წარმოადგენდა ეგეოსური ცივილიზაციის (მისი შემადგენელი ერების) ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურზე გადასვლის ეტაპს, რაც ნიშნავს ფსიქოლოგიურად ზრდასრულ პიროვნების თვითიდენტიფიკაცია-თვითგამოხატვის შინაარსში ახალი ასპექტის  - რელიგიური პარადიგმების  - აქტუალიზაციას, არსებობის ფიზიკურ ასპექტებზე პიროვნების დამოკიდებულების ნიველირების, თვით აუცილებელ სასიცოცხლო (ბიოლოგიურ) მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ინტენსივობის და შინაარსის საარსებო მინიმუმის ზღვარამდე შეზღუდვას, ყოველივე სასიცოცხლოდ არააუცილებელი ასპექტის აკრძალვას; ინდოეთში (ინდურ ცივილიზაციაში) ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურის დადგომა ბუდიზმის წარმოშობით აღინიშნა, ხოლო სტაბილიზაცია  - ინდუიზმის ჩამოყალიბების მოვლენით და, ისევე, როგორც დასავლეთევროპაში (ეგეოსურ ცივილიზაციაში), სქესობრივი თვითგამოხატვის რადიკალური შეზღუდვა  - მხოლოდ ადამიანთა პოპულაციის შენარჩუნების, საზოგადოების ფიზიკური არსებობის გაგრძელების უზრუნველყოფის ფუნქციაზე დაყვანა  - მოიტანა;

2)      მართალია, დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში (რომელიც XII საუკუნეში ჩამოყალიბდა, ეგეოსურ ცივილიზაციის სივრცის ნაწილზე), XVIII საუკუნე ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის პროცესის შეუქცევადი სტაბილიზაციით აღინიშნა (განმანათლებლობის ეპოქა), რაც ნიშნავს ფსიქოლოგიურად ზრდასრული პიროვნების თვითიდენტიფიკაცია-თვითგამოხატვის შინაარსში მორიგი ახალი ასპექტის  - მეცნიერული პარადიგმების ფაქტორის აქტუალიზაციას, მაგრამ, რადგან დასავლეთევროპული ცივილიზაცის ისტორიაში, XVI ს. დასაწყისსა და XIX ს. შუაწლებს შორის მოქცეული დროის მონაკვეთი წარმოადგენდა პირველ მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზას, ცხრომის მანიის ეფექტის სრულფასოვანი, მაქსიმალური შესაძლო სისრულით რეალიზაცია არ იყო აქტუალური და გენდერული პარადიგმების კონფლიქტი დიდად არ გამწვავებულა; XIX ს. მეორე ნახევარში ცხრომის მანიის ეფქტის რეალიზაციის აქტუალობა გაიზარდა, მაგრამ რადგან ეს იყო დასვლეთევროპული ცივილიზაციის მეორე ორმაგი ეფქტის ფაზის მოვლენა, ამჯერად ფორმის მანიის ეფქტის თანააქტუალობამ შეუშალა ხელი აღნიშნული საკითხის გამწვავებას; მხოლოდ, ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზაციის შემდეგ (XX ს. შუაწლები), ამ ცივილიზაციის მესამე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში  - 1968 - 1987 წწ.  - გაეხსნა გზა ცხრომის მანიის ეფექტის, ნოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის სათანადოდ და შეუზღუდველად რეალიზაციას, რაც, უკვე, 1969 წელს ე.წ. სქესობრივ უმცირესობათა საკითხის, გენდერული ალტერნატივების აქტუალიზაციისა და 1980-იანი წლების მიწურულს, დასავლელ ექსპერტთა გავლენიანი ჯგუფის მიერ, ე.წ. არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის ფაქტის პიროვნების თვითგამოხატვის ნორმად დასახელების ფაქტით აღინიშნა.

ამრიგად, რადგან ე.წ. არატრადიციული სქესობრივი ორიენტაცია, მისი ფსიქოლოგიური ასპექტით, იდენტიფიცირდება ცხრომის მანიის ეფექტის რეალიზაციაში დაშვებულ მომენტად, იძულებული ვართ აღვკვეთოთ ამ ნიშნით დისკრიმინაცია, მაგრამ, იმ პირობით, რომ, როგორც ფსიქიკური სტიქიების ეფექტების ყველა სხვა ფენომენს, მასაც შეესაბამება განსაზღვრული საარსებო (დაშვებულობის) არე, კერძოდ, ცხრომის მანიის კლასის ერების წარმომდგენ საზოგადოებრივ ერთობათა წიაღი. ცხრომის მანიის კლასის ერებმა, ამერიკელების, ფრანგების, ინგლისელების და ჰოლანდიელების სახით, მიაღწიეს ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის გაღრმავებას, ხოლო ინდოელი ერი ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის სტაბილიზაციის პროცესშია. ე.წ. სქესობრივ უმცირესობათა თემი, სწორედ, ამ საზოგადოებათა წიაღში გამოდის გარკვეული კონსტრუქციული პროდუქტის მომტან ფაქტორად  - ცხრომის მანიის კლასის ერების კულტურულ-ინტელექტუალური მემკვიდრეობის არა უმნიშვნელო ნაწილი შექმნილია ე.წ. სქესობრივ უმცირესობათა წარმომადგენელ პიროვნებათა მიერ.

მაგრამ, მიუხედავად ზემოთქმულისა, ე.წ. სქესობრივ უმცირესობათა საკითხის უპირობოდ ლეგალიზაცია - ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა თუ სხვა მისი მოდუსების ღია პროპაგანდა და საჯაროდ შეუზღუდველად დემონსტრაცია  - დაუშვებელია ნოოფილოგენეზის მეოთხე საფხურის ცხრომის მანიის კლასის ერების ლოკალიზაციის სივრცეშიც.

ამ შეზღუდვის საფუძველია ის, რომ, საზოგადოდ, პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი გულისხმობს ნოოფილოგენეზის ყველა წინა საფეხურის სათანადო მდგომარეობების  - “ნოოონტოგენეზური საფეხურების”  - რიგის სრული დაცვით გავლას (ნოოონტოგენეზში ნოოფილოგენეზის გამეორება პიროვნების აღზრდის კონსტრუქციული და აუცლებელი ასპექტია). ნოოონტოგენეზის მესამე საფეხურს შეესაბამება 12-დან 16 წლამდე ასაკობრივი შუალედი. ამდენად, 12-დან 16-მდე წლების ასაკში (ნოოონტოგენეზის მესამე საფეხურზე), მოზარდისთვის აუცილებელია საარსებო სივრცე, რომელშიც ნოოფილოგენეზის მესამე საფეხურისთვის დამახასიათებელი პირობები იქნება დაცული (ფიზიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ინტენსივობის და შინაარსის საჭირო ზღვარამდე შეზღუდვა). ამდენად, დაუშვებელია საზოგადოების ფსიქოლოგიურად ზრდასრული ნაწილის ქცევაში ნოფილოგენეზის მეოთხე საფეხურის გამოხატულებების, მათ შორის, პიროვნების სქესობრივი თვითრეალიზაციის ფაქტის დემონსტრაცია, დასახელებული ასაკობრივი ჯგუფის მოზარდთა წინაშე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, ასევე, დაუშვებლობა ჰომოსექსუალ წყილთა მიერ ჩვილის შვილად აყვანისა  - მათ შეიძლება იშვილონ მხოლოდ 16 წელს გადაცილებული მოზარდი (ფსიქოლოგიური ზრდასრულობის ასაკია 20 წელი). ამით პასუხს პოულობს ერთ-ერთი გახმაურებული პრობლემაც.

ნოოონტოგენეზის მესამე საფეხურს მოაქვს ადამიანის ფენომეში პიროვნული საწყისისადმი ბიოლოგიური საწყისის დაქვემდებარება, რაც ადამიანის მოქმედების განმსაზღვრელად პიროვნული ფაქტორის გადაქცევას, მის გათავისუფლებას გულისხმობს (წინააღმდეგ შემთხვევაში პიროვნება დარჩებოდა ბიოლოგიური იმპულსების ტყვეობაში), ამდენად აღნიშნულ აკრძალვას შეუძლებელია დავუპირისპირდეთ თვით ცხრომის მანიის ფსიქიკური სტიქიის სათანადო პრინციპის, თავისუფლების კატეგორიის პრიმატის პოზიციიდანაც კი.

პიროვნების აღზრდის პროცესში ნოოონტოგენეზის მესამე (პიროვნების რელიგიური პარადიგმებით თვითიდენტიფიკაციის) საფეხურის დაუძლეველობა (ხარვეზით გავლა) ადამიანის ფენომენში პიროვნული და ბიოლოგიური საწყისების კონფლიქტის ესკალაციის პირობაა და, რადგან ჰომოსექსუალიზმი, განსაკუთრებით ბიოლოგიურად მამრთა შემთხვევაში, შეიცავს ბიოლოგიური საწყისის მიმართ უკიდურესი ძალადობის გამოხატულებას (ბიოლოგიურად გაუმართლებელი გზებით და ზიანის მომტანი შეღწევა ორგანიზმში), ამდენად ჰომოსექსუალიზმიც ბიოლოგიურ და პიროვნულ საწყისთა პრძოლის გამწვავების ერთ-ერთი შესაძლო მოდუსს, ბიოლოგიური საწყისის ბიოლოგიური საწყისითვე დათრგუნვის მცდელობაში გადაზრდას და, ამდენად, პიროვნული საწყისის ბიოლოგიურში გამომწყვდევას შეიძლება წარმოადგენდეს. გამოსავალია უკანდახევა და ნოონტოგენეზის მესამე საფეხურის ოპტიმალური გზით გავლა. რასაც შეიძლება დარქვას განკურნება.

უნდა ითქვას, რომ ბიოლოგიურ მდედრთა სქესობრივი თანამოქმედება, საზოგადოდ, შესაძლებელია არა ჰომოსექსუალურ აქტს არამედ ჰეტეროსექსუალური პრაქტიკის ხარვეზის შევსების მცდელობას წარმოადგენდეს. ამ შემთხვევაში გამოსავალი ნოოფილოგენეზის მეორე, ანუ მითოსური პარადიგმებით თვითიდენტიფიკაციის საფეხურის თემატიკასთან დაბრუნებაა.

პიროვნების აღზრდის პროცესში ნოოონტოგენეზის პირველი, ანუ ტოტემისტური პარადიგმებით თვითიდენტიფიკაციის საფეხურის (6 წლამდე ასაკი) დაუძლეველობასაც შეუძლია ჰომოსექსუალიზმის ჩამოყალიბების ხელშეწყობა: ნოოონტოგენეზის პირველ საფეხურის რეალიზაციისთვის ტოტემთა ფუნქციით გამოყენებული უნდა იქნეს აღსაზრდელი ინდივიდის ბიოლოგიური საწყისისგან რაც შეიძლება მეტად განსხვავებული, ე.ი. ადამიანის შემთხვევაში, ანტროპულ ფორმას მაქსიმალურად დაშორებული ფორმის ობიექტები (ამიტომ უყვართ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს ცხოველების მიბაძვა და მათ შესახებ მონათხრობის მოსმენა), მაგრამ თუ აღმზრდელთა წრე არ აძლევს მოზარდს არაანტროპომორფულ ობიექტებთან კონტაქტის შესაძლებლობას და არ აწვდის მათ შესახებ ინფორმაციას სათანადო ინტენსივობით და მოცულობით, მოხდება ტოტემური სიმბოლოს ფუნქციით ადამიანთა ხატის აქტუალიზაცია, ხოლო მაქსიმალური განსხვავების მოთხოვნა, ამ შემთხვევაში, ტოტემისტური თვითიდენტიფიკაციისთვის, გოგონების მიერ მამაკაცების და ბიჭების მიერ დედაკაცების ხატის აკვიატებაში შეიძლება გამოიხატოს. გამოსავალი იგივეა  - ნოონტოგენეზური ხარვეზის შევსება.

 სინამდვილეში ამ მოვლენის გავრცელებას ხელს უწყობს აღზრდის სისტემაში ნოოონტოგენეზის პირველი საფეხურის ამოცანების არასრულყოფილად ასახულობა)

შევნიშნავთ, რომ ჰომოსექსუალიზმის ბიოლოგიური გამართლების “მიგნების” შემთხვევაშიც კი რჩება მართვის მანიის კლასის ერების (ასევე, ფორმის მანიის კლასის და ძლევის მანიის კლასის ერების) მიერ მისი უარყოფის აუცილებლობა: ერი (ნოოსი) არ არის ბიოსფეროს ფენომენი და, საზოგადოდ, ერთა ყოველი თვისებრივი ტიპისთვის მოიძებნება ადამიანის ისეთი ბიოლოგიური მახასიათებელი, რომელის ინსტიტუციური ლეგალიზაცია და კულტურაში ასახვა დაუშვებელია, ანუ რომელიც, კონკრეტული თვისებრივი ტიპის ერის წევრ პიროვნებათათვის, მუდამ დაფარვის და ნიველირების ობიექტად დარჩება.