სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ფიცომ, ლგბტქ თემის საწინააღმდეგო საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში გაიმარჯვა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ფიცომ, ლგბტქ თემის საწინააღმდეგო საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში გაიმარჯვა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ფიცომ, ლგბტქ თემის საწინააღმდეგო საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში გაიმარჯვა.

სლოვაკეთის პარლამენტმა პარასკევს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მისცა ხმა, რომელიც ბიოლოგიური სქესის განსაზღვრის პრინციპს ითვალისწინებს, კრძალავს სუროგაციიასა და ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის შვილებას. ცვლილებები ასევე აწესებს ეროვნული კანონმდებლობის უპირატესობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან შედარებით.

ცვლილებას მხარი 90 პარლამენტარმა დაუჭირა და მხოლოდ 7 შეეწინააღმდეგა.

მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს კოალიციას, როგორც ჩანს, საჭირო ხმები არ ჰქონდა, თუმცა დარჩენილი ორი ხმა ჰნუტიე სლოვენსკოს“ პარტიის წევრებმა მისცეს, რომელიც კონსერვატიული ოპოზიციური პარტიაა, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ფიცოს ხმამაღალი კრიტიკოსი, იგორ მატოვიჩი ხელმძღვანელობს.

“ეს ჰნუტიე სლოვენსკოსთან“ თანამშრომლობის ნებისმიერი მცდელობის დასასრულია“, - განაცხადა კენჭისყრის შემდეგ პროგრესული სლოვენიის პარტიის“ ლიდერმა მიხალ შიმეჩკამ, რომლის პარტიაც ამჟამად ოპოზიციაშია.