"საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობა, ბიზნესის თავისუფლების უზრუნველყოფა და სწორედ ეს პრინციპები უდევს საფუძვლად იმ ეკონომიკურ განვითარებას"

საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობა, ბიზნესის თავისუფლების უზრუნველყოფა და სწორედ ეს პრინციპები უდევს საფუძვლად იმ ეკონომიკურ განვითარებას, რომელსაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისი აუთლეტ ვილიჯის" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისი აუთლეტ ვილიჯი" პირველი თანამედროვე ტიპის აუთლეტ ვილიჯია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში და ეს ადგილი იქცევა მიზიდულობის ცენტრად არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის, არამედ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებისთვის.

მიხარია, რომ დღეს ვხსნით სრულიად ახალი ტიპის პროექტს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის პირველი თანამედროვე ტიპის აუთლეტ ვილიჯი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, შესაბამისად, ეს ადგილი ნამდვილად იქცევა მიზიდულობის ცენტრად არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, არამედ ჩვენი სტუმრებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან.

ამ ვილიჯის ადგილიც ისეა შერჩეული, რომ ძალიან იოლად მოიზიდავს ის სტუმრებს ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და იქცევა ნამდვილ ეპიცენტრად არა მხოლოდ შოპინგისთვის, არამედ გართობისთვის, დასვენებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტის განხორციელება ჩვენს ქვეყანაში. ეს მოწმობს იმას, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება ზოგადად, ნდობა, ბიზნესის კეთების მიმართ ჩვენს ქვეყანაში და ამ მასშტაბის ინვესტიციაც სწორედ ამის დასტურია. 80 მლნ ლარის ინვესტიცია არის ზოგადად იმის დასტური, რომ ბიზნესს და ინვესტორს აქვს ნდობა იმ ეკონომიკური გარემოს მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალშიც ხელი შევუწყოთ ასეთი პროექტების განხორციელებას. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი არის სწორედ ეს - მაქსიმალური ხელშეწყობა ბიზნესისთვის, ბიზნესის თავისუფლების უზრუნველყოფა და სწორედ ეს პრინციპები უდევს საფუძვლად იმ ეკონომიკურ განვითარებას, რომელსაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისი აუთლეტ ვილიჯის" დამფუძნებლებს, ინვესტორებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში", - განაცხადა პრემიერმა.