დეპუტატ წიკლაურის ცემამ, საკუთარ თავზე თავდასხმა გაახსენა დეპუტატ გელაშვილს. მან საქმის გამოძიების დასრულება მოითხოვა. ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი არ გამორიცხავს, რომ 9 წლის წინ მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდეს და ყოფილი პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
დეპუტატი "მოამბესთან" ინტერვიუში 2005 წელს მომხდარი თავდასხმის დეტალებს კიდევ ერთხელ იხსენებს. რა მოხდა ცხრა წლის წინ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე - ნიკა მოლოდინშვილი დეტალებით.