"დიახ, ეს ნამდვილად იყო ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა, როდესაც მათ თავის დროზე უარი განაცხადეს პარლამენტში ჩართვაზე და ამით უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამომრჩეველი შეურაცხყვეს"

იშვიათია ხოლმე შესაძლებლობა და ის მომენტი, როდესაც ვეთანხმები ამ ადამიანს - დიახ, ეს ნამდვილად იყო ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა, როდესაც მათ თავის დროზე უარი განაცხადეს პარლამენტში ჩართვაზე, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა გიორგი გახარიას განცხადებას საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებით.

ამით მათ შეურაცხყვეს უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამომრჩეველი, ზოგადად ქვეყანა და მთლიანად საზოგადოება“, - აღნიშნა მახაშვილმა.

პარტია გახარია - საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ტვ პირველის" ეთერში ჩართვისას განაცხადა:

გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა“.