აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციას 2025 წლის ბოლომდე უკრაინაში კრიზისის მოგვარების გზების მოძიება სურს.
„ჩვენ გვყავს ტექნიკური გუნდები, რომლებიც ამაზე მუშაობენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე, შესაძლოა, უფრო ადრეც ჩვენ სამშვიდობო შეთანხმებისთვის საჭირო ინგრედიენტებს ვიპოვით“, - განაცხადა უიტკოფმა Fox News-ის ეთერში.