სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა დღეს საოლქო პროკურატურასთან გამართულ აქციას, დაპირისპირება როლანდ ახალაიას მოწინააღმდეგებსა და მხარდამწერებს ახალიას წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციამ გამოიწვია. პროკურატურასთან მისულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ახალაიას მხარდამჭერთა ჯგუფი შეძახილებით – დახვდნენ. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება, თითქმის ნახევარი საათი გაგრძელდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავები, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.ახალიას წინააღმდეგ აქცია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა გამართეს.აქციის მონაწილეების თქმით, ახალაიამ მათი ბიზნესი უკანონოდ მიითვისა, რასაც მათივე განმარტებით, უმეტეს შემთხვევაში მრავალწლიანი პატიმრობა მოჰყვა.პარალელურად როლანდ ახალაიას მხარდამჭერები აცხადებდნე, რომ ზუგდიდმა პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ხმათა უმრავლესობით აირჩია, ის ბრალდებები კი, რაზეც დღეს როლანდ ახალაიას მოწინააღმდეგეები საუბრობენ, აბსურდია .პროკურატურასთან მიმდინარე აქცია, რომელიც ხმაურით დაიწყო, ასევე ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფების ფონზე დასრულდა.