ჩვენ 2008 წელს გვყავდა მარიონეტული რეჟიმი „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის სახით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდში ჟურნალისტებთან.
მისი განცხადებით, იმჟამინდელი რეჟიმი საქართველოს ინტერესებით არ მოქმედებდა.
„რა თქმა უნდა, მარიონეტული რეჟიმი სრულად მოქმედებდა იმისთვის, რომ მომსახურებოდა სხვების ინტერესებს და ემოქმედა არა საქართველოს ინტერესით. ამის შედეგი არის აგვისტოს ომი, ამის შედეგი არის შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ერთი მხრივ საუბრობდნენ ოკუპაციაზე და მეორე მხრივ მხარს უჭერდნენ რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში - როგორ დაკვეთასაც იღებდნენ, რა ინტერესსაც უნდა მომსახურებოდნენ, ისე იქცეოდნენ. ეს არის სხვაობა მარიონეტულ რეჟიმსა და პატრიოტულ რეჟიმს შორის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.