ლაოსი პრეზიდენტი პუტინს სპილოებს აჩუქებს - რა უპასუხა მას პუტინმა
ლაოსის ლიდერი, ტონგლუნი სისულითი აცხადებს, რომ გადაწყვიტა, რუსეთთან 65-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის აღსანიშნავად, ვლადიმერ პუტინს ორი სპილო აჩუქოს.
"დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლაოსის მთავრობას და ლაოსელ ხალხს სურს, თქვენ და რუსეთის ფედერაციას სპილოები აჩუქოს.
ეს სპილოები სანქტ-პეტერბურგის ზოოპარკში, იმ ქალაქში განთავსდება, სადაც მე ვსწავლობდი", - ასე მიმართა პუტინს ლაოსის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სპილო მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.
პუტინმა კოლეგას მადლობა გადაუხადა თქვა: "ჩვენ ვიპოვით გზას მათ გამოსაყენებლად.