უკრაინის უმაღლესმა რადამ ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ანტიკორუფციული უწყებების შესახებ ახალი კანონს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პირველი მოსმენის დროს კანონს მხარი 330 დეპუტატმა დაუჭირა. მეორე მოსმენის დროს - 331. მოგვიანებით მმართველი „ხალხის მსახურის“ პარტიის წარმომადგენლის, ალექსანდრე კაჩურას ინიციატივით კანონს კენჭი ეყარა, რათა მას დაუყოვნებლივ ხელი მოეწეროს და ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნოს. დეპუტატებმა ამ ინიციატივასაც დაუჭირეს მხარი.
ცნობისთვის, 22 ივლისს უმაღლესმა რადამ დაამტკიცა სკანდალური კანონპროექტი, რომლითაც ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა გენერალურ პროკურატურას დაუქვემდებარა. კანონს ხელი ზელენსკიმ მოაწერა. გადაწყვეტილება უკრაინის ქალაქებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. კიევი მწვავედ გააკრიტიკეს დასავლელმა პარტნიორებმაც.
მოგვიანებით ზელენსკიმ დეპუტატებს კანონპროექტის ახალი ვერსია შესთავაზა, რომლის მეშვეობითაც, როგორც მან განმარტა, ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას დამოუკიდებლობა დაუბრუნდება.