ის სპეკულაციები, რომლებიც მათ ჰქონდათ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოსა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, სწორედ საერთაშორისო არბიტრაჟების გადაწყვეტილებით გაქარწყლებულია, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ წაგებული აქვთ ეს დავები, ამავდროულად საქართველოს მთავრობის, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მათ გარკვეული თანხების გადახდა აქვთ დაკისრებული.
„ის სპეკულაციები, რომლებიც მათ ჰქონდათ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოსა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, სწორედ საერთაშორისო არბიტრაჟების გადაწყვეტილებით გაქარწყლებულია.
გარდა იმისა, რომ წაგებული აქვთ ეს დავები, ამავდროულად საქართველოს მთავრობის, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მათ გარკვეული თანხების გადახდა აქვთ დაკისრებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.