გურამ მაჭარაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე: პოლიტიკური მანტიის შემორგება მერე, როდესაც სისხლის სამართლებრივი დანაშაული დაგიდგინდება, უკვე გაცვეთილი მეთოდია

გურამ მაჭარაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე: პოლიტიკური მანტიის შემორგება მერე, როდესაც სისხლის სამართლებრივი დანაშაული დაგიდგინდება, უკვე გაცვეთილი მეთოდია

პოლიტიკური მანტიის შემორგება მერე, როდესაც სისხლის სამართლებრივი დანაშაული დაგიდგინდება, უკვე გაცვეთილი მეთოდია, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, რომელიც მისი საქმის უკან პოლიტიკურ სარჩულს ხედავს.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, „ბაჩიაშვილი საერთოდ არავის უნახავს არც პოლიტიკურ განცხადებებში, არც პოლიტიკაში საერთოდ“.

„ამ განცხადებაზეც ემჩნევა, რომ ის ტყუის. რა ანტიდასავლური, რა პროდასავლური, რა პროქართული და ანტიქართული განცხადებები, ბაჩიაშვილი იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ბრალდება, რომ მან რეალურად მოიპარა დიდი ფული. შესაბამისად, სასამართლოში ჰქონდა მას ეს პროცესი და პროკურატურაში ბრალდების საფუძველზე სასამართლოში დადგინდა ეს. რა პოლიტიკური განცხადებები, პოლიტიკური მანტიის შემორგება მერე, როდესაც სისხლის სამართლებრივი დანაშაული დაგიდგინდება, უკვე გაცვეთილი მეთოდია“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.