"ჩვენ აღარ ვაპირებთ, პოლიტიკურად გარდაცვლილებზე დიდხანს ვილაპარაკოთ" - თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციაში ისევ ურთიერთბრალდებები ისმის

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციაში ისევ ურთიერთბრალდებები ისმის. "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასა" და "გახარია საქართველოსთვის" წევრებს შორის დაპირისპირება გრძელდება.

"ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ის პარტიები, რომლებმაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს, ოპოზიციას აღარ წარმოადგენენ.

"პოლიტიკურად გარდაცვლილებზე ჩვენ აღარ ვაპირებთ დიდხანს ვილაპარაკოთ. ჩვენ ქუჩა ავირჩიეთ, როგორც წინააღმდეგობის გზა და სწორედ ეს გზა და ეს ფორმულა მიგვიყვანს წარმატებამდე. რაც შეეხება იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკურად იზოლაციაში მოქცეულ ხელისუფლებასთან შევიდეს რუსულ სპეცოპერაციაში, ეს მათ გაანადგურებს, პოლიტიკურად დაასრულებს. ცხადია, პოლიტიკურად დასრულებულ ძალებთან აღარ გვაქვს საქმე," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.

კრიტიკის პასუხად, გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრობა" მათთვის წითელი ხაზია.

"ეს ბულინგი ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს. ვინ განადგურდება და ვინ არ განადგურდება, ამას ქართველი ხალხი უკეთ გადაწყვეტს, ეს ნაციონალური რეჟიმის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის. დღეს "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერები და "ქართული ოცნების" სპიკერები ერთი-ერთში საუბრობენ, ზუსტად ერთი და იგივე სიტყვებით და ზუსტად ერთი და იგივე ტერმინოლოგიით საუბრობენ ჩვენზე. საერთოდ არ გამიკვირდება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერებმა მოუწოდონ თავიანთ ამომრჩევლებს, "ქართულ ოცნებას" მისცენ ხმა," - აღნიშნა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ვიკა ფილფანმა.

ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი არ სურს "ლელოს."

 

Gami ეს მონუმენტური დეგენერატი ვინაა, სახე ტრაკს რომ მიუგავს? აჰ, ახალი სახეა!
22 საათის უკან