დავით ქართველიშვილი ენერგომატარებლების ახალ პროექტებზე: ევროპა არ იმჩნევს ისეთ „უმნიშვნელო

დავით ქართველიშვილი ენერგომატარებლების ახალ პროექტებზე: ევროპა არ იმჩნევს ისეთ „უმნიშვნელო" მონაკვეთს, როგორიც საქართველოა და  ძაბავს პარტნიორთან ურთიერთობებს „იუკნავიჩიენების" მერკანტილური ინტერესების სასარგებლოდ

"ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი იმ ენერგოპროექტებზე საუბრობს, რომლის განხორციელებაც ევროპას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. მიუხედავად ამისა, როგორც მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტშია აღნიშნული, არ არის გამორიცხული ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის მიერ მოხდეს ევროპისათვის კასპიის რეგიონიდან ნავთობის საქართველოს გავლით მიწოდების პროექტის დაბლოკვა. 

დავით ქართველიშვილი წერს, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან არ არის გამორიცხული, აზერბაიჯანიდან რუმინეთამდე ნედლი ნავთობის ავიაგადაზიდვების სქემაც კი განიხილებოდეს. 

„ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის" (ნექო) უკანასკნელი მოხსენების თანახმად, გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპის კონტინენტს ნავთობით ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოამარაგებენ. „ნექო"-ს ანგარიშის თანახმად, ევროპაში ნედლი ნავთობისა და კონდენსატის მიწოდება 2050 წლამდე, დღეში დაახლოებით 1.6 მილიონი ბარელის დონეზე შენარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი სანქციებამდე არსებულ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია (როდესაც რუსული ნავთობი ევროკავშირში თავისუფლად მიეწოდებოდა), ეს აჩვენებს კასპიის რეგიონიდან, განსაკუთრებით ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ალტერნატიული მომწოდებლების მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობას. 
ტრადიციულად ევროპა არ იმჩნევს ამ მარშრუტის ისეთ „უმნიშვნელო" მონაკვეთს, როგორიც საქართველოა და მაქსიმალურად ძაბავს საკუთარ მკვებავ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს, კოლექტიური „იუკნავიჩიენების" მერკანტილური ინტერესების სასარგებლოდ. არ გამიკვირდება, თუკი ამ ავადმყოფურ კორპორაციაში განიხილებოდეს აზერბაიჯანიდან რუმინეთამდე ნედლი ნავთობის ავიაგადაზიდვების სქემაც. ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარვე ვაფრთხილებთ, რომ ჩვენი საჰაერო სივრცე კასპიის ნავთობის ევროპაში გადასაზიდად დახურული იქნება..." - წერს დავით ქართველიშვილი.

Gami შუა საუკუნეებში და მერეც ხომ გამხმარი ნეხვით თბებოდნენ, შეუძლიათ გაიხსენონ მივიწყებული ტრადიცია და ცხოვრების წესი.
21 საათის უკან
კანუდოსელი მათ ზანგეზურის დერეფნის იმედი აქვთ, სწორედაც ამიტომ არის ამოგდებული საქართველოს საერთაშორისო გადაზიდვების სქემიდან. ანაკლიის იმედია მალე გადასცემენ ჩინელებს, თორემ ჩინეთის ინტერესის გარეშე ეს დერეფანი მალე აღარავის ემახსოვრება, ვიქნებით ისევ სიღარიბეში. ველოდებით ბატონი დავითის მოსაზრებას სომხეთის დერეფნის პერსპექტივაზე.
21 საათის უკან