ნიკა გაბელია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს ის ხალხი, რომელიც დესტაბილიზაციას მოაწყობს ჩვენს ქვეყანაში და მათ წისქვილზე დაასხამს წყალს

ნიკა გაბელია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს ის ხალხი, რომელიც დესტაბილიზაციას მოაწყობს ჩვენს ქვეყანაში და მათ წისქვილზე დაასხამს წყალს

საზოგადოება „ქართულის“ წევრმა ნიკა გაბელიამ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია „ქრონიკასთან“ საუბარში შეაფასა.

მისი თქმით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს ის ხალხი, რომელიც დესტაბილიზაციას მოაწყობს ჩვენს ქვეყანაში და მათ წისქვილზე დაასხამს წყალს.

„როგორ ეტკინათ, რომ ვერ ეგუებიან ამ ფაქტს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს ის ხალხი, რომელიც დესტაბილიზაციას მოაწყობს ჩვენს ქვეყანაში და მათ წისქვილზე დაასხამს წყალს.

დღეს ჩვენი ქვეყანა არის ყველაზე მეტად სუვერენული, თუ ოდესმე ყოფილა მსგავსი ფაქტიც კი. ასეთი რამ მე არ მახსენდება, როდესაც კანონის მიღების შემდეგ უცხოური ძალა იყოს ჩარეული ამ დონით, ამ დოზით ქვეყნის შიდა საქმეებში და აკეთებდეს ყველაფერს იმისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ციდან გამოჟონილი და ჰაერზე მოტანილი სიტყვები, რომ „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი არის კავკასია იყოს რაც შეიძლება მკვეთრ და მძაფრ ცეცხლში გახვეული“, - აღნიშნა ნიკა გაბელიამ.

ცნობისთვის, საზოგადოება „ქართულმა“ რეზოლუციასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.