მნიშვნელოვანი ფინანსური ნაწილი შემოდიოდა და ფინანსდებოდა უცხოური აგენტურა საქართველოში, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა მიშო ჯავახიშვილმა.
იგი „ქართულის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ევროპარლამენტის რეზოლუციაა შეფასებული.
„ეს ფინანსები ხმარდებოდა სახელმწიფო გადატრიალებებს, კონკრეტული სუბიექტების მხრიდან ადამიანებთან მიმართებაში ბრძოლას, გარკვეული მიმართულებებით სხვადასხვა ნაწილში ქართული სახელმწიფოებრივი შიდა საქმიანობისა და მიმართულებების წინააღმდეგ ბრძოლას დღეს ამას რეალურად დამფინანსებელი ვეღარ ახერხებს ან ძალიან შეირყა. საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანი არის ეროვნული ინტერესების დაცვა“, - განაცხადა მიშო ჯავახიშვილმა.
საზოგადოება „ქართულმა“ განცხადება დღეს გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ევროპარლამენტის მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია პირდაპირი რეაქციაა საქართველოს პარლამენტის მიერ საგაზაფხულო სესიაზე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებმაც გარე ჩარევები აღკვეთა“.