კახა კალაძე ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევაზე: ჯერ გვითხრან, აღიარებენ, თუ არა მათ დასკვნას საპარლამენტო არჩევნების შესახებ

კახა კალაძე ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევაზე: ჯერ გვითხრან, აღიარებენ, თუ არა მათ დასკვნას საპარლამენტო არჩევნების შესახებ

ეუთო/ოდირთან დაკავშირებით ვისმენთ სპეკულაციებს, ჯერ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, გვითხრან, აღიარებენ იმ დასკვნას, რომელიც ეუთო/ოდირის მიერაა წარმოდგენილი, თუ არ აღიარებენ, - ამის თაობაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ მედიის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხად.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თვეების განმავლობაში ამ ორგანიზაციის და მისი დასკვნის დისკრედიტაცია მიმდინარეობდა.

„ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკა არ არსებობს, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეუთო/ოდირმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა შესაბამისი დასკვნა იმის შესახებ, რომ არჩევნები ჩატარდა წარმატებით და გამოხატული იყო მოქალაქეების ნება. გახსოვთ, მთელი თვეების განმავლობაში როგორი მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობდა აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით, გადაუარეს, ამდენი შეურაცხყოფა, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

რატომ ითხოვენ ისევ ეუთო/ოდირის ჩამოყვანას არჩევნებზე, თუ საპარლამენტო არჩევნების დროს წარმოდგენილი საბოლოო დასკვნა მათთვის მიუღებელი იყო. მაშინ, ჯერ გვითხრან, აღიარებენ ამ დასკვნას, რომელიც ეუთო/ოდირის მიერაა წარმოდგენილი, თუ არ აღიარებენ. ამ ორგანიზაციას ამდენი შეურაცხყოფა მიაყენეს და ამაში ჩართული იყვნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები. ჯერ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მარბიელი ეუთო-ოდირმა 2024 წლის ჩვენს არცევნებზე დაწერა, რომ არჩევნები ცატარდა კ ონ კ უ რ ე ნ ტ უ ლ გარემოში და საარჩევნო ადმინისტრაციამ იმუშავა მ ა ღ ა ლ დონეზე! ეს არ მოეწონათ ევროკავშირში და ეუთოს კორუმოირებული უწოდეს; აქ ცალ ფეხზე მდგომებმა თქვეს, რომ ოდირის დასკვნა არაფერს, ნიშნავს, მთავარია ქართველი ხალხიო! ვინ უთხრა მათ, რომ ხალხის უმრავლესობას ის არჩევნები არ მოეწონა? მ გოცირიძემ, ხაბემ, დეკანოიძემ, ხაზარაძემ და გიგაურმა? ესენი და მათსავით "მოაზროვნენი" საბედნიეროდ უკიდურესი უმცირესობაა საქართველოში!!!
1 დღის უკან
მარბიელი რაც შეეხება დარღვევებს, დარღვევები ყველგან ხდება; შეგიძლიათ ნახოთ რა დარღვევებზე დაწერა ოდირმა მოლდოვას არჩევნებზე; მთავარია კონკურენტული გარემო და ცესკოს გამართული მუშაობა!!!
1 დღის უკან