ირაკლი ზარქუა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: იქ, როდესაც გააჟღერებ, რომ თურმე ჟურნალისტი იცემა, ეს უკვე ყურს ჭრის. უნდათ, რომ გააყალბონ რეალობა, რომ თურმე ჟურნალისტმა, რომელმაც სილა გაულაწუნა პოლიციელს, შეუტრიალეს ვითომ პირიქით იყო

ირაკლი ზარქუა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: იქ, როდესაც გააჟღერებ, რომ თურმე ჟურნალისტი იცემა, ეს უკვე ყურს ჭრის. უნდათ, რომ გააყალბონ რეალობა, რომ თურმე ჟურნალისტმა, რომელმაც სილა გაულაწუნა პოლიციელს, შეუტრიალეს ვითომ პირიქით იყო

იქ, როდესაც გააჟღერებ, რომ თურმე ჟურნალისტი იცემა და დააკავეს, ეს უკვე ყურს ჭრის. სინამდვილეში რა არის? ჟურნალისტი, რომელიც ძალადობდა პოლიციელზე და ამასთან დაკავშირებით მიდის გამოძიება. ამას ხომ არ იტყვის ბუნებრივია, - ასე ეხმაურება პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას მზია ამაღლობელთან დაკავშირებით.

მისი თქმით, იუკნევიჩიენე ცდილობს, რომ რეალობა გააყალბოს.

„როგორ უნდათ, რომ გააყალბონ რეალობა, რომ თურმე ჟურნალისტმა, რომელმაც სილა გაულაწუნა პოლიციელს, შეუტრიალეს ვითომ პირიქით იყო. პირიქით შეურაცხყოფა მიაყენეს, გალახეს თურმე ჟურნალისტი და იძულებული გახდა თავი დაეცვა. აი, ასე ცდილობენ, რომ ამ ფორმულირებით გაიტანონ შემდეგ. ერთმანეთს ატყუებენ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების შემდეგ განაცხადა: „ვიყენებ შესაძლებლობას, რომ იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც აქ იმყოფებიან და გვისმენენ, ასევე ევროპულმა მედიაორგანიზაციებმა ყურადღება მიაქციონ, განსაკუთრებით, მზია ამაღლობელის მდგომარეობას, ჟურნალისტისას, რომელიც ციხეშია. მას სცემეს და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მხედველობას კარგავს, არ აქვს სათანადო სამედიცინო მკურნალობა”.