გურამ მაჭარაშვილი: წალენჯიხის მერიის თანამშრომლების ასეთი ტიპის განცხადება რადიკალური პროცესების ხელშეწყობას ემსახურება

გურამ მაჭარაშვილი: წალენჯიხის მერიის თანამშრომლების ასეთი ტიპის განცხადება რადიკალური პროცესების ხელშეწყობას ემსახურება

[წალენჯიხის] მერიის თანამშრომლების ასეთ ტიპის განცხადება ემსახურება ჯერ ერთი იმას, რომ ვითომ ხელი შეუწყოს რაღაც რადიკალურ პროცესებს და მეორე მხრივ, ადასტურებს იმას, თუ რა არის ნაცმოძრაობის ბუნება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, ამ განცხადების ავტორები იმ პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული, რომელიც ქვეყანას აზიანებს.

„შენ თუ რიგითი საჯარო მოხელე ხარ და გინდა მონაწილეობა მიიღო, ან არ გინდა, შენი გადასაწყვეტია, მაგრამ როდესაც შენ საჯაროდ ამ განცხადებას აკეთებ, ეს ნიშნავს ზუსტად, იმას რომ ხარ ჩართული იმ პოლიტიკურ პროცესებში რომლითაც სურთ დააზიანონ ქვეყანა“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

წალენჯიხის მერია ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს და ემიჯნება ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს.