გურამ მაჭარაშვილი: დარწმუნდნენ რა უცხოური ძალები, რომ „ნაცმოძრაობას“ არანაირი შანსი არ აქვს ხელისუფლებაში მოვიდეს, ზოგიერთი ძალის მათგან გამიჯვნა დაიწყეს

გურამ მაჭარაშვილი: დარწმუნდნენ რა უცხოური ძალები, რომ „ნაცმოძრაობას“ არანაირი შანსი არ აქვს ხელისუფლებაში მოვიდეს, ზოგიერთი ძალის მათგან გამიჯვნა დაიწყეს

დარწმუნდნენ რა უცხოური ძალები, რომ ნაცმოძრაობას არანაირი შანსი არ აქვს ხელისუფლებაში მოვიდეს, დაიწყეს მათგან გამიჯვნა ზოგიერთი ძალების, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელიც მან „ლელოს“ მისამართით გააკეთა.

„ამ შემთხვევაში ამოირჩიეს „ლელო“ და გახარია და ვითომ ბულინგი წამოიწყეს ნაცმოძრაობიდან, დედა პარტიიდან, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ვითომ დაანახონ, რომ ხომ ხედავთ ხალხო, ნაცმოძრაობა თავს ესხმის ლელოს და როგორ შეიძლება ის ნაცმოძრაობასთან იყოს ასოცირებულიო“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ანა წითლიძემ განაცხადა:

„ლელო“ ფულს იხდიდა, მათ შორის ჩვენც გვეუბნებოდნენ, ოღონდ თქვენ არ დაგვარტყათ და... ამიტომ ვთქვი, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა ივლის ჩემოდნით და იყიდის თუ მამუკა ივლის ჩემოდნით-მეთქი“.